„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.129.016410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №7

2023 წლის 7 აპრილი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (სსმ, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი-010250020.35.129.016269) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„დამტკიცდეს ვაუჩერის ფორმა აუტიზმის სპექტრის დარღვეევების მქონე ბავშვთა/მოზარდთა რეაბილიტაციის  პროგრამის  მომსახურებისათვის (დანართი №2).“

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21 აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა/მოზარდთა დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტიზმის სპექტრის დარღვევების (ძირითადი დიაგნოზით “ICD-10“ კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები „F 84.0.,”F 84.9”) მქონე 2-დან 17 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეთა სარეაბილიტაციო-სამედიცინო მომსახურების სახეები, როგორებიცაა: შეფასება, ქცევის თერაპია, მეტყველების თერაპია, სენსორული თერაპია, ფსიქოთერაპია, ხელოვნებით თერაპია, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, სპეციალური პედაგოგის დახმარება;

2. გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ვაუჩერული მეთოდით, თითოეულ ბენეფიციარზე 420 ლარის ოდენობით. (განფასება ეფუძნება საქართველოში არსებულ  პრაქტიკასა და ამ სფეროში მომუშავე ცენტრების ფასებს). მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია არჩევანის უფლება მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების არჩევისას, რასაც იგი აფიქსირებს მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ განაცხადის ფორმაში.

3. მოსარგებლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მიმდინარე პერიოდის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა) შესაბამისი დიაგნოზით;

დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის ასლი;

ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად);

4. მომსახურების ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

5. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ წესით განსაზღვრული დახმარების გაცემა მოხდეს ბიუჯეტში არსებული ასიგნების ფარგლებში;”.

გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერა და დახმარება

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების ქირით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა თვეში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ქირით უზრუნველყოფის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარებით შეუძლია ისარგებლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა:

ა) ბენაფიციარმა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი/ბავშვები და მისი საცხოვრებელი სახლი არ აკმაყოფილებს უსაფრთხო და ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებს და რომელსაც არ აქვს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი;

ბ) ძალადობის მსხვერპლმა მშობელმა, რომელსაც ჰყავს არასრულწოვანი ბავშვი/ბავშვები და არ აქვს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

ა) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი:

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა და ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მინიჭებული სტატუსი (მოქმედების ვადის შესაბამისად);

ე) დასაქირავებელი ბინის მესაკუთრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ნოტარიულად დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება;

4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა (ერთ ოჯახზე წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა), კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ბავშვიანი ოჯახებისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ შედგენილი ინდივიდუალური განვითარების გეგმით განსაზღვრული საჭიროებების მოგვარების მიზნით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დახმარებით შეუძლია ისარგებლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების (მულტიდისციპლინური გუნდი) მიერ ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრულმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფმა ოჯახმა, რომელსაც ჰყავს ერთი ან ერთზე მეტი არასრულწლოვანი შვილი.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:

ა) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (საჭიროების შემთხვევაში);

დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100 (მედიკამენტებით დახმარების შემთხვევაში);

ე) მედიკამენტებით დახმარების შემთხვევაში ექიმის პირადი ბეჭდით დამოწმებული დანიშნულება;

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

7. ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარების შერჩევას ახორციელებს  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (მულტიდისციპლინური გუნდი) და შერჩეული ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას თანდართული დოკუმენტებით უგზავნის დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-14 მუხლით გათვალისწინებულ კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის შესახებ.“

დ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულ პირს (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე), დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ 200 ლარის ოდენობით.“

ე) დადგენილების  პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეწყერის, სხვა სტიქიური ან სხვა რაიმე მოვლენის შედეგად დაზიანებულ კერძო საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ საცხოვრებელი სახლის 2021 წლის შემდგომ პარიოდში საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე გაცემული დასკვნის საფუძველზე. აგრეთვე დახმარება შესაძლებელია გაიცეს მუნიციპალიტეტში შექმნილი შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ  კერძო საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე;

დ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის დადასტურების დღიდან 2 თვის ან მეტი ვადით ადრე ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენება, კომუნალური გადასახადების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღები ოჯახის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრებას;

ე) დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 550 ლარისა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ყოველთვიურად დროებითი გამოსახლების დღიდან პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელებამდე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის შესახებ და მესაკუთრის საბანკო ანგარიში;

დ) დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 550 ლარისა,  დაქირავებული საცხოვრებელი ფართობის მესაკუთრის საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №2

 

აუტიზმის სპექტრის დარღვეევების მქონე ბავშვთა/მოზარდთა რეაბილიტაციის  

პროგრამის ვაუჩერი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის

 ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს

 

განაცხადი

აუტიზმის სპექტრის დარღვეევების მქონე ბავშვთა/მოზარდთა რეაბილიტაციის  პროგრამის  მომსახურების ვაუჩერის მიღების  მსურველი პირი

სახელი:

 

გვარი:

 

პირადი ნომერი:

 

დაბადების თარიღი:

 

მისამართი (იურიდიული)

 

მიმწოდებელი დაწესებულება:

 

ვაუჩერის მიღების მსურველი პირის კანონიერი წარმომადგენელი(ერთ-ერთი მშობელი ან სასამართლოს მიერ ცნობილი მხარდამჭერის მიმღებად)

სახელი:

 

გვარი:

 

პირადი ნომერი:

 

ტელეფონი:

 

მიმწოდებელი დაწესებულება;

 

 

ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 420 ლარს

 

ვიღებ პასუხისმგებლობას განცხადებაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე!

 

 

ხელმოწერა:        _____________________________

 

თარიღი:               _____________________________