„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.148.016754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №23

2023 წლის 18 აპრილი

ქ. გორი

 

„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018, 010250000.35.148.016476) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების 1-ლი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის“:

ა.ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/ნ 418481011) (შემდგომში – სამართალსუბიექტი) მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების სამართლებრივ მექანიზმებს.“;

ა.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ბურთულიანი კალმით (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან ელექტრონული ფორმით (შემდგომში – ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) ავსებს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/ნ 418481011) დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი.“;

 ა.გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის ფოსტით ჩაბარებისა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე მიმღების მიერ სათანადო ხელმოწერის დაფიქსირებისთანავე ან ა(ა)იპ „გორის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/ნ 418481011) დირექტორის გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩაბარების და მიმღების მიერ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე სათანადო ხელმოწერის დაფიქსირებისთანავე.“;

ბ) დადგენილების 1-ლი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/ნ 418481011) (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) მიერ შესადგენი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს“;

გ) დადგენილების 1-ლი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №7 შეიცვალოს ახალი დანართი №7-ით.

დ) დადგენილების 11 მუხლი ამოღებულ იქნეს;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2023 წლის 1 ივნისს.

 


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი №7

 


სააღსრულებო ფურცელი

 

 

---------------------------------------------------------------------------------------

სააღსრულებო ფურცლის გამცემი

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დადგენილების გამოტანის თარიღი

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:

ა(ა)იპ „გორის მუნიციპალური ინსპექციის“ დირექტორი:-----------------------