ინსულტის მართვის სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №26/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/04/2023
matsne.gov.ge 347 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 85% 30.12.2024 ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 31.07.2023 ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 16.01.2020 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 84% 29.12.2023 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 84% 31.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

ინსულტის მართვის სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №26/ნ 2023 წლის 21 აპრილი ქ. თბილისი ინსულტის მართვის სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების თაობაზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ა“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,  ვბრძანებ : მუხლი 1🔗 1.   დამტკიცდეს თანდართული: ა) „ინსულტის მართვის სისტემის ფუნქციონირების წესი“ (დანართი 1); ბ) „პაციენტის რეფერირების კრიტერიუმები ინსულტის მართვის სისტემაში“ (დანართი 2); გ) „ინსულტზე საეჭვო შემთხვევაში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მიერ პაციენტის შეფასებისა და ტრანსპორტირების პროტოკოლი“ (დანართი 3). 2. ინსულტის მართვის 2-დონიან სისტემაში მონაწილეობის მიზანშეწონილობისა და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, სტაციონარულმა სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა მიმართონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო)  არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა, ხოლო სააგენტო ვალდებულია 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს აღნიშნული  დაწესებულებების შეფასება. 3.  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში − ჯესი) უზრუნველყოს ინსულტის მართვის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი აუდიტის კრიტერიუმების (ბაზისური ინდიკატორები: გატარებული პაციენტების რაოდენობა, ჩატარებული თრომბოლიზისების და თრომბექტომიების რაოდენობა და კლინიკური გამოსავლები) გათვალისწინებით და ანგარიშის ყოველკვარტალური წარდგენა ინსულტის მართვის საკოორდინაციო საბჭოსთვის (შემდგომში − საკოორდინაციო საბჭო), რომლის შემადგენლობა და დებულება განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4.    სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა (შემდგომში − გადაუდებელი დახმარების ცენტრი) უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ინსულტზე საეჭვო შემთხვევაში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მიერ პაციენტის შეფასებისა  და ტრანსპორტირების პროტოკოლის დანერგვის უზრუნველსაყოფად. 5.  დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში − ცენტრი) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში − იტა), შესაბამის დარგობრივ ასოციაციებთან თანამშრომლობით, განახორციელონ ღონისძიებები სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით ინსულტის რეგისტრის შექმნისა და 2024 წლის 1 იანვრიდან  ამოქმედებისთვის. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი