,,სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №01-15/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №27/ნ |
|
2023 წლის 28 აპრილი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. №1 დანართის „სამუშაო დროის აღრიცხვის წესი“:
ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვისა, გარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვისა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. მინიმალური საათობრივი ანაზღაურების მიმღები სამედიცინო პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი განისაზღვრება არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 25 რიცხვისა.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას გამოიყენება შემდეგი პირობითი აღნიშვნები (გამოიყენება მე-4 გრაფის შევსებისას):
ა) „დ“ – დასვენება/უქმე დღეები;
ბ) „ა/შ“ – ანაზღაურებადი შვებულება;
გ) „უ/შ“ – ანაზღაურების გარეშე შვებულება;
დ) „დ/შ-ა“ – დეკრეტული შვებულება – ანაზღაურებადი;
ე) „დ/შ-უ“ -დეკრეტული შვებულება – ანაზღაურების გარეშე;
ვ) „ს/ფ“ – საავადმყოფო ფურცელი;
ზ) „გ“ – გაცდენა.“.
2. №2 დანართი „სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|