საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №1/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.037.016187
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 299 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 06.05.2025 საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 23.09.2025 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 25.12.2014 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 23.02.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 05.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №1/ნ 2023 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-9 მუხლის, „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილების მე-3 მუხლისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ემბლემა (დანართი №1), მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის შემთხვევაში (დანართი №2); ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ემბლემები (დანართი №3), მათ შორის, მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის შემთხვევაში (დანართი №4); გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები (დანართი №5); დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუშები (დანართი №6); ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (დანართი №7); ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა (სსდ) და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუშები (დანართი №8). მუხლი 2🔗 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა, სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიული პირებმა უზრუნველყონ ამ ბრძანების შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 31 მაისიდან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიირაკლი ქარსელაძე