სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016379
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.04.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი | სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2023 წლის 28 აპრილი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინჭების წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი
დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესი
მუხლი 1🔗
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება ხდება, ცხოვრების ჯანსაღი წესის (შემდგომში – წესი) დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით.
მუხლი 2🔗
1.
წესის მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს სახელით მოასპარეზე, ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრში“ მოქმედ სპორტულ წრეებში აღზრდილ და სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, წარმატებულ სპორტსმენთა, პარასპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება.
2.
დაჯილდოებისთვის დაინტერესებულმა პირ(ებ)მა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს განცხადებით და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა)
შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანი სპორტსმენის/პარასპორტსმენის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
სპორტსმენის/პარასპორტსმენის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ)
მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი;
ე)
მწვრთნელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ)
სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში მწვრთნელის ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს ცნობა ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრიდან“ სპორტსმენის/პარასპორტსმენის მწვრთნელის შესახებ, ხოლო თუ სპორტსმენი/პარასპორტსმენი წვრთნებს გადის საქართველოს ნაკრებში, ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან კონკრეტული სპორტსმენის/პარასპორტსმენის მწვრთნელის შესახებ;
ზ)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
3.
პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში ასახული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ სპორტსმენის/პარასპორტსმენის დაჯილდოების საკითხის განხილვისას.
4.
ჯილდო გაიცემა მიღწეული წარმატებებისათვის იმ სპორტსმენებზე/პარასპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციების მიერ გაცემულ ტიტულის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5.
იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი/პარასპორტსმენი ასპარეზობს რამდენიმე კატეგორიაში ან სახეობაში, დაჯილდოვდება ერთი კატეგორიის ან სახეობის საუკეთესო შედეგის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
წარმატებულ სპორტსმენთა/პარასპორტსმენთა დასაჯილდოებლად განსაზღვრულია შემდეგი ოდენობის ფულადი ჯილდოები:
1.
საქართველოს ჩემპიონატზე:
ა)
უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;
ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;
ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი.
ბ)
ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;
ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი.
გ)
23 წლამდე ახალგაზრდებს შორის
გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი;
გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი;
გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი.
დ)
უფროსებს შორის
დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი;
დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი.
2.
ევროპის ჩემპიონატზე:
ა)
უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;
ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი.
ბ)
ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი;
ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი.
გ)
23 წლამდე ახალგაზრდებს შორის
გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;
გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი.
დ)
უფროსებს შორის
დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;
დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;
დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი.
3.
მსოფლიო ჩემპიონატზე:
ა)
უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი;
ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი.
ბ)
ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;
ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი;
ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი.
გ)
23 წლამდე ახალგაზრდებს შორის
გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;
გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;
გ.გ.) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი.
დ)
უფროსებს შორის
დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარი;
დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი;
დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი.
მუხლი 4🔗
სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში მწვრთნელი დაჯილდოვდება ერთჯერადად, მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ ერთ სპორტსმენზე გასაცემი ჯილდოს არაუმეტეს 50%-ისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ყოველი მომდევნო გამარჯვებული სპორტსმენის ჯილდოს არაუმეტეს 20%-ისა.
მუხლი 5🔗
1.
ამ წესის მიზნებისათვის გუნდი განიმარტება, როგორც ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრში“ მოქმედი სპორტული წრე ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, კალათბურთში ან სხვა.
2.
ჯილდო გაიცემა გუნდზე, რომლიც დაიკავებს პირველ ადგილს კახეთის ლიგაში, თბილისის ლიგასა ან საქართველოს ჩემპიონატში.
3.
გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის“ ცნობა მწვრთნელისა და სპორტული წრის (გუნდი ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, კალათბურთში ან სხვა) ამ ცენტრში არსებობის(მოღვაწეობის) შესახებ.
4.
გუნდის მიერ კახეთის ლიგის, თბილისის ლიგის, საქართველოს ჩემპიონატში ან არაოლიმპიურ სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვების მოპოვების (პირველი ადგილი) შემთხვევაში ჯილდო გაიცემა შემდეგი ოდენობით:
ა)
მწვრთნელს – 500 ლარი;
ბ)
გუნდის თითოეულ სპორტსმენს – 100 ლარი.
მუხლი 6🔗
ჯილდოს გაცემის დაფინანსება მოხდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის „საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ღონისძიებების“ მუხლიდან (0503).