📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2023
ძალაში შესვლა 01.05.2023
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016426
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 422 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2023 მიღება
01.05.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.12.2025 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 10.01.2022 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.12.2025 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.01.2026 აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 19.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2023 წლის 27 აპრილი ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №14 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №44 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე დანართი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა მუხლი 1🔗. ეს წესი ადგენს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  (შემდეგში – საკრებულოს წევრი) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით რეალურად გაღებული ხარჯების ანაზღაურების წესსა და ზღვრულ ოდენობას. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) აუნაზღაურდება უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული გონივრული ხარჯი. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად აუნაზაღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული სხვადასხვა ხარჯები (ტრანსპორტირების (საწვავის) და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის (მობილური ტელეფონით სარგებლობის) ხარჯები), რაზედაც გაწეული ხარჯის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად, არაუგვიანეს ყოველი თვის პირველი რიცხვისა. მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზედა ზღვარი განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მუხლი 5🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რეალურად გაწეული  ხარჯები ანაზღაურდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა (თუ 5 რიცხვი უქმე ან დასვენების დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს), საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს აპარატში საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, რეალურად გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დასაბუთების შესახებ წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათის შესაბამისად. მუხლი 6🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის მერია. მუხლი 7🔗. დაუშვებელია საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატის სახით. მუხლი 8🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობაში არ ითვლება სამივლინებო ხარჯები. საკრებულოს წევრის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის დადგენილი წესები.