ქალაქ რუსთავში მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახებისათვის ელექტრო ენერგიის მომსახურების ღირებულების გადასახადის ხელშეწყობის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 05 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.04.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016801
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2023
matsne.gov.ge 498 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარი შეროზია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 03.02.2022 აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 25.08.2016 კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 03.04.2020 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 24.12.2018 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ლოლ№ 78% 26.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავში მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახებისათვის ელექტრო ენერგიის მომსახურების ღირებულების გადასახადის ხელშეწყობის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 05 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №68 2023 წლის 28 აპრილი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავში მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახებისათვის ელექტრო ენერგიის მომსახურების ღირებულების გადასახადის ხელშეწყობის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 05 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავში მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახებისათვის ელექტრო ენერგიის მომსახურების ღირებულების გადასახადის ხელშეწყობის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 05 04) განხორციელების წესი“, დანართი N1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია დანართი №1 ქალაქ რუსთავში მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახებისათვის ელექტრო ენერგიის მომსახურების ღირებულების გადასახადის ხელშეწყობის ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 05 04) განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ რუსთავში მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახებისათვის ელექტრო ენერგიის მომსახურების ღირებულების გადასახადის ხელშეწყობის წესი (პროგრამული კოდი 06 02 05 04) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავში, მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახებისათვის ელექტრო ენერგიის მომსახურების ღირებულების გადასახადზე შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მიზანი 1. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე ოჯახების ხელშეწყობა ელექტრო ენერგიის მომსახურების ღირებულების დასაფარად. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამით მოსარგებლეები 1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე 52 ოჯახი. 2. ოჯახები, რომლებიც ასევე განეკუთვნებიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N85 დადგენილების „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ქვეპროგრამისა ან/და 2018 წლის 24 დეკემბრის N86 დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამის ბენეფიციარებს, ელექტრო ენერგიის მომსახურების ღირებულების გადასახადზე შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ ერთ-ერთი ქვეპროგრამით განსაზღვრული თანხის ოდენობით. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამით სარგებლობის წესი 1. ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას: ა) დროებითი საცხოვრისით მოსარგებლე პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და მე-11 მკ/რ-ის დროებითი საცხოვრით მოსარგებლე პირს შორის გაფომებული ხელშეკრულების ასლი; 2. მუნიციპალიტეტში შემოსული განცხადებების ქვეპროგრამასთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებული ყოველთვიურად განახლებული ინფორმაციის მიხედვით. მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების წესი და ოდენობა 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობა ერთ ოჯახზე განისაზღვრება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 500 ლარის ოდენობით. ამ პუნქტით განსაზღვრული თანხის ამოწურვის შემთხვევაში, ელექტრო ენერგიის მომსახურების დარჩენილ თანხას ანაზღაურებს ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახი. 2. ქვეპროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს დეკემბრის თვის კომუნალური გადასახადები უნაზღაურდება მომდევნო კალენდარული წლის იანვარში. (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც სარგებლობდნენ წინა წელს არსებული ქვეპროგრამით და მიმდინარე წლის დეკემბრის თვის მონაცემებით ამოწურული არ აქვთ ქვეპროგრამით დადგენილი ლიმიტი). 3.კომუნალური გადასახადების (ელექტრო ენერგია) მიმდინარე დავალიანებების დაფარვა ხორციელდება სს "ეპ ჯორჯია მიწოდება“-ს მიერ წარმოდგენილი რეესტრის საფუძველზე, რეესტრში ასახული შესაბამისი თანხის ოდენობით. 4. ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური ყოველთვიურად სს "ეპ ჯორჯია მიწოდებასთან" ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით ამზადებს წერილს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, რის საფუძველზეც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.