არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.04.2023
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016487
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 471 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობის, მუშაობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 05.02.2021 ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.02.2018 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.12.2016 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.06.2025 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2023 წლის 28 აპრილი ქ. დუშეთი ა(ა)იპ ,,არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და  „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ა(ა)იპ ,,არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“  წარმომადგენლობითი ორგანოს  (საბჭოს) დებულება“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური დანართი ა(ა)იპ ,,არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“  წარმომადგენლობითი ორგანოს  (საბჭოს)  დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო) (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ „არაგვის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე შექმნილ სათათბირო ორგანოს. 2. ეს დებულება განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას, უფლებებს, მოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა, პროცედურულ საკითხებს. მუხლი 2🔗. საბჭოს ამოცანები საბჭოს ამოცანებია: ა) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლა; ბ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესახებ შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება. მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილება საბჭო უფლებამოსილია მოამზადოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესახებ შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები. მუხლი 4🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები), დუშეთის მუნიციპალირტეტის საკრებულოს და მერიის წარმომადგენელი (წარმომადგენლები), არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წესი 1. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ საბჭოს თავმჯდომარის მიერ საკუთრი ინიციატივით ან საბჭოს მინიმუმ 3 წევრის მოთხოვნით. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს სხდომას საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარეობს საბჭოს ერთ-ერთი წევრი საბჭოს თავმჯდომარის დავალებით. 3. საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები/სპეციალისტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან. 5. მასალები საბჭოს სხდომის მოწვევამდე ერთი კვირით ადრე საბჭოს სხდომაზე განსახილველად მომზადებული საკითხის თაობაზე წარედგინება საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისათვის საბჭოს მასალებისა და დღის წესრიგის მიწოდებას. 6. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 7. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმას. 8. საბჭოს მიერ განხილული საკითხების რეალიზაციის მიზნით საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმის სახით. 9. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და საქმისწარმოების განხორციელებას, მათ შორის, ოქმების და სამუშაო ჯგუფის საქმიანობისთვის სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი საბჭოს გაუქმების, აგრეთვე მის შემადგენლობაში და საბჭოს საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანის საკითხს წყვეტს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.