,,საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატური წარმომადგენლობების მიერ საქართველოს რეზიდენტებისათვის ხელფასის ლარებით გადახდის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.04.2004 ძალადაკარგული 22.10.2010
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.10.008.006.479
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 14/04/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.006.479

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №84

2004 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საქართველოს რეზიდენტებისათვის ხელფასის ლარებით გადახდის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 36-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ქვეყანაში ეროვნული ვალუტის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დამკვიდრებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ეთხოვოთ საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის ხელფასი, პრემია, ნებისმიერი სხვა სახის გასამრჯელო და გასაცემელი, რომელიც დაკავშირებულია ამ ფიზიკური პირების მიერ თავიანთი შრომითი მოვალეობის შესრულებასთან, მათ შორის, განსაზღვრული ვადით ან განსაზღვრული სამუშაოს შესრულების დროით შრომითი ხელშეკრულების დადებისას, დაარიცხონ და გასცენ მხოლოდ ეროვნული ვალუტით – ლარით.

მუხლი 2

ეთხოვოთ საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ საიჯარო ხელშეკრულების ან სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის სხვა სახის ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაო (მომსახურება) აანაზღაურონ მხოლოდ ეროვნული ვალუტით – ლარით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მანაგაძე