,,ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 30 ივნისის №10/140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10/20
სარეგისტრაციო კოდი
390.010.000.11.103.006.499
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 27/05/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.010.000.11.103.006.499

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №10/20

2004 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„ხეტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 30 ივნისის   №10/140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური ცვლილებებიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე და ხეტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის გაცემაზე კონტროლის გაძლიერების მიზნით, ვბრძანებ:

1. „ხეტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 30 ივნისის №10/140 ბრძანების (სსმ 01.07.2003, № 60, მუხ. 600) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ხეტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის“ ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული სახით (დანართი 1).

2. ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის სამმართველომ (ნ. ბულია) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების რეგისტრაციაში გატარების მიზნით იუსტიციის სამინისტროში წარდგენა.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ნ. ბურდულს.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. გიორგობიანი

დანართი №1

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი

 


ხეტყის ექსპორტზე სანებართვო მოწმობა № 000000

 

 

 

 

მოწმობის №

1.

ტყის მერქნული რესურსის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თარიღი, ნომერი და მისი გამცემი ორგანოს დასახელება

 

2.

მოპოვებული ხეტყის ოდენობა (კბმ) სახეობის და სორტიმენტის მიხედვით

 

3.

ხეტყის გადამუშავების შედეგად მიღებული საექსპორტო პროდუქციის დასახელება და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი

 

 

4.

საექსპორტო პროდუქციის ოდენობა (კბმ)

 

5.

ნებართვის მაძიებლის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი

 

 

ნებართვა გაიცა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

 

გაცემის თარიღი                                                       სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის

––––– ––––– 200 წ.                                                             თავმჯდომარე

 

ბ.ა