ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.06.2003 ძალადაკარგული 24.11.2004
ნომერი
№10/140
სარეგისტრაციო კოდი
390050000.12.212.005930
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 01/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.12.212.005.930

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის

ბრძანება №10/140

2003 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №15, 3.06..2002წ.,) მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ო.გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა  და 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა (დანართი №2).

3. დამტკიცდეს ნებართვის მაძიებელი პირის მიერ სანებართვო მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დანართი №3).

4. დაევალოს ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის სამმართველოს (ი. ბაბუხადია):

ა)  უზრუნველყოს ნებართვის მაძიებელი პირის მიერ სანებართვო მოწმობის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში დასვას საკითხი წარმოდგენილი  მასალების ადგილზე გადამოწმების შესახებ;

ბ) ნებართვის მაძიებელ პირზე „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის” გაცემა, დადგენილი წესით მასში ცვლილებების შეტანა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარება აწარმოოს  „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში სამ თვეში ერთხელ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად;

გ) სანებართვო მოწმობის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტთან მოახდინოს ხე-ტყის პროდუქციის ექსპორტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შეჯერება და შედეგების გაანალიზება ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. გადაცდომის ფაქტის არსებობის შემთხვევაში მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;

დ) უზრუნველყოს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 

ე) აღნიშნული ბრძანება რეგისტრაციაში გატარების მიზნით წარადგინოს იუსტიციის სამინისტროში.

5. ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობისა (ი. ბაბუხადია) და ეკონომიკის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების (ე. სიხარულიძე, ე. რეხვიაშვილი) სამმართველოებმა უზრუნველყონ “ხე-ტყის ექსპორტის ნებართვის” ფორმის დაბეჭდვა; მკაცრი კონტროლი დააწესონ მისი აღრიცხვის, შენახვის, რეგისტრაციისა და გაცემის კანონიერებაზე.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გ. გამცემლიძეს.

ჯ. ჩარკვიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.11.2004.
როდის იქნა მიღებული „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
„ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 30.06.2003. მიმღები ორგანო — სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი. დოკუმენტის ნომერი — №10/140. სარეგისტრაციო კოდი — 390050000.12.212.005930.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.11.2004-დან.
სად არის „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, №10/140, 30.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 390050000.12.212.005930 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1439925/