ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.873
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №82
2004 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ო.გ” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლით და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა თანდართული სახით (დანართი №1).
2. გაუქმდეს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის 30 ივნისის №10/140 ბრძანება (სსმ III, 2003 წ., №60, მუხ. 600) „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. ლებანიძე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობა №
|
|
| მოწმობის № |
| 1 | ტყის მერქნული რესურსის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თარიღი, ნომერი და მისი გამცემი ორგანოს დასახელება |
|
| 2 | მოპოვებული ხე-ტყის ოდენობა (კბმ) სახეობის და სორტიმენტის მიხედვით |
|
| 3 | ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული საექსპორტო პროდუქციის დასახელება და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი |
|
| 4 | საექსპორტო პროდუქციის ოდენობა (კბმ) |
|
| 5 | ექსპორტის ნებართვის მაძიებლის დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი |
|
| 6 | ნებართვა ძალაშია | გაცემიდან ერთი თვის ვადაში |
| ნებართვა გაცემულია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე | ||
| გაცემის თარიღი „ “ „ „ 200 წ.
ბ.ა.
| ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი
_____________________ (ხელმოწერის ადგილი) |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 24.11.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №82. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.006873.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.01.2007-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხე-ტყის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, №82, 24.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.006873 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1343680/