ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №37/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430040000.22.022.018292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/06/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №37/ნ
2023 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
„ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №76 დადგენილებით დამტკიცებული ,,ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი
დანართი
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო) წევრთა შერჩევის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურებსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია
1. ამ წესით განსაზღვრულ პირობათა დაცვით წარმოდგენილი ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის მიზნით სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) დირექტორის ბრძანებით იქმნება ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია (შემდგომ – კომისია).
2. კომისია შედგება განათლების სფეროში სათანადო კომპეტენციის მქონე პირებისაგან. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო), სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი/პირების წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტები.
მუხლი 3🔗. ავტორიზაციის საბჭოს წევრთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები
1. ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატები (შემდგომ – კანდიდატი) შეიძლება იყვნენ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტ(ებ)ი, დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირ(ებ)ის წარმომადგენლები, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირები/ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2. ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში.
3. ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტის კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საექსპერტო სამუშაო(ები)ს განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
4. დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირ(ებ)ის კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) შესაბამის დარგობრივ სამინისტროში/სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება და ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისთვის დასაქმებულის სტატუსის ქონა აღნიშნულ დაწესებულებაში.
5. ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის ან/და ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირების/ორგანიზაციების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატ(ებ)ი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მუშაობის ან/და ამავე სფეროში პროექტების განხორციელების ან/და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
6. დარგობრივი ასოციაციების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან პროფესიული განათლება;
ბ) წარმდგენ დარგობრივ ასოციაციაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება და ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისთვის ამ ასოციაციის წევრობის სტატუსის ქონა.
7. კანდიდატები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები, უნდა შეეძლოთ ნეიტრალურობის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში და საკუთარი ფუნქციის შესრულება პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით.
მუხლი 4🔗. კანდიდატების შერჩევის პროცესი
1. კანდიდატთა შერჩევის პროცესში ცენტრი ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2. კანდიდატების შესარჩევად ცენტრი დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.eqe.ge. ცენტრი უფლებამოსილია, ინფორმაციის გასავრცელებლად დამატებით გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც.
3. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა შესაბამის ვებგვერდზე კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 5 კალენდარული დღის ვადა.
4. კანდიდატთა შერჩევის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) საბჭოს დასახელებას;
ბ) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობას;
გ) ავტორიზაციის საბჭოს წევრის ფუნქციების აღწერას;
დ) კანდიდატების წარდგენის ვადასა და წესს;
ე) კანდიდატის წარმდგენი იურიდიული პირის/ინიციატორის შესახებ წარსადგენი მონაცემების ჩამონათვალს;
ვ) კანდიდატთან დაკავშირებით წარსადგენი მონაცემების ჩამონათვალს;
ზ) დამატებით ინფორმაციას (საჭიროების შემთხვევაში).
5. განაცხადების მიღების გამოცხადების ვადა უნდა უზრუნველყოფდეს ავტორიზაციის საბჭოს უწყვეტ და შეუფერხებელ მუშაობას.
6. ცენტრისთვის წარსადგენი განაცხადის ფორმები განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით და დანართი №2-ით.
7. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს წარადგენს იურიდიული პირი/ინიციატორი, განაცხადს თან უნდა დაერთოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა კანდიდატად წარდგენის თაობაზე.
მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობა
1. კომისია განიხილავს ამ წესის მიხედვით წარდგენილ კანდიდატებს და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ცენტრის დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას კონკრეტული კანდიდატების ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის შესახებ.
2. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და უძღვება კომისიის სხდომას.
3. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობით არჩეული კომისიის ერთ-ერთი წევრი.
4. კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
7. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში და დაიცვან იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელებისას.
8. კომისია საქმიანობისას და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების/თვითაცილების მექანიზმებს. კანდიდატთა შერჩევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული შემდგომში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს ავტორიზაციის საბჭოს ეფექტიანი საქმიანობა.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ცენტრის დირექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატების განხილვის საფუძველზე შეარჩევს ავტორიზაციის საბჭოს წევრთა კანდიდატებს, მათ შორის, ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის, ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და ავტორიზაციის საბჭოს მდივნის კანდიდატებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
10. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მიხედვით ვერ განხორციელდა სათანადო რაოდენობის კანდიდატთა შერჩევა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული დათქმების გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს ავტორიზაციის საბჭოს წევრობის სხვა კანდიდატებიც.