აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი |
1. 95-ე მუხლის მე-9-მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, რომელთა სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების გამოსვლების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.
10. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან.“.
2. 96-ე მუხლის მე-9-მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, რომელთა სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების გამოსვლების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.
10. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან.“.
3. 121-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, თითოეულს არაუმეტეს 10 წუთისა. დამოუკიდებელი უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელი, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი სიტყვით გამოდის სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან.“.
4. 125-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საბჭოს დელეგაციის საზღვარგარეთ ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს, ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღისა წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.“.
ბათუმი, 18 მაისი 2023 წ. N72-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2023.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.05.2023. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №72-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010240080.51.056.016050.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №72-IIს, 18.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5805828/