აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.05.2023
ძალაში შესვლა 01.06.2023
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016477
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/05/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.04.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2023 წლის 19 მაისი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებით დამტკიცებული აბაშის მუნიციპალიტეტის სარებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №17 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა
მუხლი 1🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრებისათვის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
1. საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) აუნაზღაურდება ის გონივრული (მატერიალური) ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა საკრებულოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას.
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 744 ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების წესი
1. საკრებულოს წევრის ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში საკრებულოს წევრის ფაქტობრივი მონაწილეობის მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით და სარეგისტრაციო ფურცლით და მის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. საკრებულოს წევრმა მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის სახელზე უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ხარჯების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებთან, ასევე, ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად, არაუგვიანეს ყოველი თვის პირველი რიცხვისა.
3. საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებში მონაწილეობის ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, ადგენს მოხსენებით ბარათს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 3 რიცხვისა.
4. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 4🔗.
საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრების მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.
2. ანაზღაურება მოხდეს თვეში ერთხელ.