„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.017079
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №39

2023 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/11/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016846) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:

,,მუხლი 51. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი; კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის, ოპერაციების მენეჯმენტის, ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, გენდერის კვლევების, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის სპეციალობები);

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ფილოსოფიის სპეციალობები);

ე) განათლების მიმართულებით (განათლების მეცნიერებების სპეციალობა);

ვ) მათემატიკა და სტატისტიკის მიმართულებით (სტატისტიკის სპეციალიზაცია).

2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების ზოგადი ცოდნა.

3. სამუშაო გამოცდილება: 1 წელი.

4.  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

5. ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint.

მუხლი 52. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილების სპეციალისტი (მეოთხე რანგი; კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის,  ოპერაციების მენეჯმენტის, ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, გენდერის კვლევების, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის სპეციალობები);

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ფილოსოფიის სპეციალობები);

ე) განათლების მიმართულებით (განათლების მეცნიერებების სპეციალობა);

ვ) მათემატიკა და სტატისტიკის მიმართულებით (სტატისტიკის სპეციალიზაცია).

2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების ზოგადი ცოდნა.

3.   შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.05.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.026.017079.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №39, 24.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017079 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5806409/