ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.05.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25-27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017095
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/05/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის მოქმედი როგორც რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25-27
2023 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) განხორციელების წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჯარო ხელოვნების ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ პროგრამის (კოდი: 08 10) განხორციელებას.
2. ფონდი წესის განხორციელებას უზრუნველყოფს, ფონდის წესდებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად, კონკურსების ჩატარების გზით, პროექტის დაფინანსებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 10) ფარგლებში.
3. წესის განხორციელების მიზანია, თანამედროვე ხელოვნების და არტისტების პოპულარიზაცია, ეროვნული და მსოფლიო ხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდა საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის; საჯარო სივრცეში თანამედროვე ხელოვნების პროექტების განხორციელების მეშვეობით ქართველ ხელოვანთა მხარდაჭერა და მათი შემოქმედებითი ზრდის წახალისება; ღია კონკურსების გზით სახელოვნებო სფეროში სახელოვნებო და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება და ხელოვანების, მათ შორის, ახალგაზრდა ხელოვანების ექსპერიმენტული, ინოვაციური, კრეატიული და მასშტაბური პროექტების განხორციელება; სხვადასხვა სახის შეხვედრის, კონფერენციის, სიმპოზიუმ(ებ)ის, ჩვენების, ლექციის, ტურის, ვორქშოფის და მსგავსი ბუნების/ხასიათის ღონისძიების ჩატარების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოებაში კულტურული, შემეცნებითი, შემოქმედებითი შეგნების ამაღლება და საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის ამაღლება; საჯარო სივრცეში თანამედროვე ხელოვნების შექმნა და აღნიშნულის მეშვეობით ქალაქ თბილისის იერსახის გალამაზება.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით რეგულირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
5. ამ წესის შესაბამისად, პროექტის დაფინანსების მიზნით, ფონდის დირექტორი ქმნის საკონკურსო განაცხადის განმხილველ კომისიას/კომისიებს (შემდგომში – კომისია). კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფონდის დირექტორი.
6. კომისიის შემადგენლობაში შედიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ფონდის თანამშრომლები, ასევე, თანამედროვე ხელოვნების დარგის სპეციალისტები.
მუხლი 2🔗.
დაფინანსების მიმღები სუბიექტი
ამ წესით გათვალისწინებული დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი.
მუხლი 3🔗.
საკონკურსო განაცხადის წარდგენა
1. დაფინანსების მისაღებად, წინამდებარე წესით განსაზღვრულმა სუბიექტმა ელექტრონული ფორმით, წერილობით, განცხადებით უნდა მიმართოს ფონდს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული საკონკურსო განაცხადი. განაცხადი ორიენტირებული უნდა იყოს თანამედროვე ხელოვნების სფეროს განვითარებაზე. განაცხადს აგრეთვე უნდა ერთოდეს ფონდის დირექტორის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თანადაფინანსების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2. საკონკურსო განაცხადის ფორმას, პროექტის სახეს, პროექტის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას, განხორციელების ვადას და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს ფონდის დირექტორი ბრძანებით, ფონდის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. ფონდი ამ წესის შესაბამისად განახორციელებს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შექმნის დაფინანსებას. კერძოდ, დაფინანსდება: ქალაქის საჯარო სივრცეებში ინსტალაციების (კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი) განთავსება; ქალაქის საჯარო სივრცეებში ვიზუალური/აუდიოვიზუალური ხელოვნების პროექტების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; სხვადასხვა ფერწერული გამოფენის ორგანიზება.
4. დაფინანსებისთვის მოთხოვნილი თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში – ლარში.
5. ფონდი კონკურსს განათავსებს სოციალურ ქსელში, ფონდის ვებგვერდზე ან/და სხვა ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.
6. ფონდი საკონკურსო განაცხადების ვადის დასრულებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, ამოწმებს საკონკურსო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის სრულად წარმოდგენილი ფონდის დირექტორის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, ფონდი დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღეს.
7. ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.
მუხლი 4🔗.
საკონკურსო განაცხადის განხილვა და დაფინანსება
1. თუ წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ფონდი საკონკურსო განაცხადს განსახილველად უგზავნის კომისიას.
2. საკონკურსო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ პრიორიტეტებთან და ფონდის მიზნებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, განაცხადის შესაბამისობა წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვასთან, საკონკურსო განაცხადის ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი.
3. წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი არ უნდა ახდენდეს რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას. დაუშვებელია საკონკურსო განაცხადში სიძულვილის ენის გამოყენება.
4. შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს შესწორებული საკონკურსო განაცხადის წარდგენა კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
5. კომისია განაცხადს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღის ვადაში.
6. თუ წარდგენილი საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25 000 ლარს (ოცდახუთი ათასი) ლარს, საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, იღებს კომისია.
7. თუ წარდგენილი საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 25 000 ლარს (ოცდახუთი ათასი) ლარს, საკონკურსო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კომისია საკონკურსო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს ფონდის დირექტორს, რათა მან უზრუნველყოს აღნიშნული პროექტის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონკურსო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
10. ერთი და იმავე სუბიექტის მიერ საკონკურსო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ყოველ გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთხელ.
11. კონკურსის შედეგები საჯაროა.
მუხლი 5🔗.
ხელშეკრულების დადება
1. ფონდსა და დაფინანსების მიმღებ სუბიექტს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია წინამდებარე წესის შესაბამისად კომისიის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
3. ხელშეკრულების დადების, შეცვლის, შეჩერების და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება შესაძლებელია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროექტის სრული ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობისა.
მუხლი 6🔗.
დაფინანსების ადმინისტრირება
1. ფონდი უფლებამოსილია დაფინანსება გასცეს ეტაპობრივად. ანაზღაურება ხორციელდება დაფინანსებული სუბიექტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
2. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით, საავანსო თანხის ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ავანსის თანხა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
3. დაფინანსების მიმღები სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს ფონდს წერილობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის პუნქტებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე.
4. დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ფინანსების ხარჯვა მიზნობრივად, ფონდსა და სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
კონტროლის განხორციელება
1. ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს ფონდის პროექტის მენეჯერი.
2. ხელშეკრულების მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, პროექტის მენეჯერი უფლებამოსილია მოითხოვოს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე სამუშაო პროცესის ნახვა, შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, ხოლო დაფინანსებული სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
მუხლი 8🔗.
ანგარიშის წარდგენა
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების შემდეგ, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ფონდს უნდა წარმოუდგინოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ფონდის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.
2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ავანსის სახით მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაფინანსების მიმღები სუბიექტი აბრუნებს ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
3. ფინანსური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების შესაბამისად.