საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის  საჯარო მოხელეები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი), ხოლო საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ თანამშრომელი –  კონტროლიორი (შემდგომში უფლებამოსილი პირი)