ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესი დანართის №1ის შესაბამისად. (წინამდებარე წესი ვრცელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დაბა ბაკურიანი და დიდი მიტარბისა);

ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად ;

გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად;

ე) სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისა