„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
2. „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი დეკლარაციები:
ა) დეკლარაცია №1 – კონვენციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით:
კონვენციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველო ამ პუნქტში მითითებულ დავის გადაწყვეტის ორივე საშუალებას აღიარებს სავალდებულოდ ნებისმიერი მხარის მიმართ, რომელიც აღიარებს დავის გადაწყვეტის ერთ-ერთ ან ორივე საშუალებას;
ბ) დეკლარაცია №2 – კონვენციის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით:
საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კონვენციის დანართში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება საქართველოსთვის ძალაში შევა მხოლოდ კონვენციის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების ან კონვენციასთან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ;
გ) დეკლარაცია №3 – კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით:
საქართველო აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთის მიმართ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო აგრესიის შედეგად მის მიერ არის ოკუპირებული, კონვენციისა და მისი დანართების გამოყენება დაიწყება ამ რეგიონებში – ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის დე ფაქტო სრულად აღდგენის შემდეგ.
თბილისი, 31 მაისი 2023 წ. N3005-XIმს-Xმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2023.
- როდის იქნა მიღებული „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე?
- „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე მიღებულია 31.05.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3005-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 480140000.09.001.016741.
- სად არის „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატის კონვენციის“ რატიფიცირების თაობაზე, №3005-XIმს-Xმპ, 31.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016741 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5812108/