ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.05.2023
გამომცემი ორგანო №
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.104.016521
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ გაბელია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
| № | რაოდენობა |
| გვარი | სახელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსებისა და წარმოების, მათი აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.04.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლბამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2023 წლის 25 მაისი
ქ. წალენჯიხა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093, 239-ე, 240-ე და 2401 მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესი №1 დანართის შესაბამისად;
ბ) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისა და გამოყენების წესი №2 დანართის შესაბამისად.
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №3 დანართის შესაბამისად;
დ) საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) №4 დანართის შესაბამისად
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა №5 დანართის შესაბამისად;
ვ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმა №6 დანართის შესაბამისად;
ზ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა №7 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:
ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 552, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-14 - მე-16 ნაწილებით, 1254 მუხლებით, 1341, 135-ე, 1461, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე−1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525–1529, 1534 და 1561 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და „საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება. მიენიჭოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 1966, 197, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“.
დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. წალენჯიხაში – „ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს (ს/კ 442728210) და ქ. ჯვარში „ა(ა)იპ ჯვარის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს (ს/კ 422728201).
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსებისა და წარმოების, მათი აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აპრილის №9 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიავთანდილ გაბელია
დანართი №1
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, გამოყენებისა და
აღრიცხვა – ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამოვლენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრების (ოქმები) ფორმები, ფორმებით მომარაგების, გაცემისა და დაბრუნების წესი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითრები (ოქმები) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვთ შემდეგი დამცავი ნიშნები:
ა) ნომერი;
ბ) დამცავი ბადე;
გ) უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს.
2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უფროსის ბრძანებით დანიშნული ამისათვის პასუხისმგებელი პირი.
4. ოქმების გატანის უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლებს, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უფროსის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს.
5. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფროსის ხელმოწერით.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/პირების ხელმძღვანელები ოქმების წარმოებაზე (გაუქმებაზე) ამზადებენ ყოველთვიურ ანგარიშს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა
1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
2. ოქმები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, გაცემის შემდეგ – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უფროსის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირთან.
3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ, რაც ოქმები ჩაჰბარდება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
მუხლი 4🔗. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენა და წარმოება
1. ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს;
ბ) მეორე – რჩება ოქმის შემდგენელთან;
გ) მესამე – ჰბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
3. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ოქმის შემდგენმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში.
4. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
5. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;
დ) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის პირობების შემთხვევაში); იურიდიული პირი – იურიდიული პირის მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სხვა მისი პირადი მონაცემები;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;
ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
7. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
8. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
9. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
10. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
11. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტრულ ქვედანაყოფს.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემების აღრიცხვა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონაცემების შესახებ აღრიცხვას აწარმოებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი მერიის სტრუქტურული ერთეულები ან/და მერიის მიერ დაფუძნებული არასამწერმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმის შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 2
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისა და გამოყენების წესი
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და წარმოება
1. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
3. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
4. უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომას.
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უფლებამოსილმა თანამშრომელმა, თუ ადგილზე ვერ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საჯარიმო ქვითარი (ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილია, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) შეადგინოს ადმინისტრაციულ ორგანოში და გაუგზავნოს სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
6. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი ფოსტით ეგზავნება.
8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილში აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი;
ბ) შედგენის ადგილი;
გ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი;
დ) სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი);
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, ჯარიმის ოდენობა;
ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები;
თ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
ი) მიმღები მოლარე;
კ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
ლ) მოწმე, ან სხვა პირის ხელმოწერა;
მ) ოქმის შემდგენლის ხელმოწერა;
ნ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა;
ო) შენიშვნა.
9. საჯარიმო ქვითრის მეორე ნაწილში აღინიშნება:
ა) გადამხდელის სახელი, გვარი;
ბ) გადამხდელის მისამართი;
გ) ჯარიმის ოდენობა;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი;
ე) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი;
ვ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
ზ) მიმღები მოლარე;
თ) შემომტანი;
ი) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
კ) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ;
ლ) საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:
ლ.ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი;
ლ.ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
10. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
11. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
12. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
13. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ხელმოწერაზე, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენის მიერ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
14. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
15. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში.
16. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
დანართი 3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
---- -------------------------------------------------- ----------------------------------------------
1. ოქმის შედგენის თარიღი 2. ოქმის შედგენის ადგილი (რიცხვი, თვე, წელი)
3. მე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ---------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი)
4. დამრღვევი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში - დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია ------------------------------------------- კოდექსის ------------- მუხლის ------------- ნაწილით
7. მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ----------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (პირადი ნომერი, სახელი, გვარი)
8.დამრღვევის ახსნა-განმარტება: ------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით)
9. ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით:
/-------------------------------------------/ /-------------------------------------------/
(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა) (სახელი და გვარი)
/-------------------------------------------/ /-------------------------------------------/
(დამრღვევი პირის ხელმოწერა) (სახელი და გვარი)
10. ოქმს გავეცანით:
ა) მოწმე(ები) (არსებობის შემთხვევაში):
--------------------------------------- ------------------------- ---------------------------
(სახელი და გვარი) (მისამართი) (ხელმოწერა)
--------------------------------------- ---------------------------- ---------------------------
(სახელი და გვარი) (მისამართი) (ხელმოწერა)
ბ) დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)
--------------------------------------- ---------------------------- --------------------
(სახელი და გვარი) (მისამართი) (ხელმოწერა)
--------------------------------------- ---------------------------- ----------------------------
(სახელი და გვარი) (მისამართი) (ხელმოწერა)
დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
მე, ---------------------------------------------------------------------------------------------------
(დამრღვევი პირის სახელი, გვარი)
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს („ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“),
რასაც ვადასტურებ ხელმოწერით --------------------------------------------------------------
შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს.
ბ.ა.
დამკვეთი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი:
სემგს-ს რეგისტრაციის №
დანართი 4
წინა მხარე
ნაწილი 1. საჯარიმო ქვითარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000000 ბ. ა.
1. შედგენის თარიღი: _ _ _ _ _ _ _ 2. შედგენის ადგილი: _ _ _ _ _ _ _
(რიცხვი, თვე, წელი)
3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
4. სამართალდამრღვევის მონაცემები: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი;
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
იურიდიული პირის შემთხვევაში − დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი)
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის – –
– – – – – მუხლის – – – – ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას – – – – – ლარის ოდენობით.
7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები: _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(ახსნა-განმარტებისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)
9. მიმღები მოლარე: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(ხელმოწერა და თარიღი) (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
მოწმის ან სხვა პირის ხელმოწერა: – – – – –– – – – – – – – –
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: – – – – –– – –– – –– – –
სამართალდამრღვევი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)
შენიშვნა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ნაწილი 2. საჯარიმო ქვითრის ყუა
№ 000000000
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში.
1. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(გადამხდელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
2. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(გადამხდელის მისამართი)
3. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(ჯარიმის ოდენობა)
4. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)
5. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე: _ _ _ _ _ _
(ხელმოწერა)
8. შემომტანი: _ _ _ _ _ _ _ _
(ხელმოწერა)
ბ. ა. თარიღი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(რიცხვი, თვე, წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
უკანა მხარე
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა- განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
მოქალაქეს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მიეწოდა ინფორმაცია სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: სალიას ქ. №5).
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი: სემგს-ს რეგისტრაციის №
დანართი 5
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმა
№
გაცემის თარიღი
ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნომერი
ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემი
ოქმის,საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები
შედგენილი (გამოყენებული) ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები)
დაბრუნებული /გაუქმებული/ ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები)
შენიშვნა
გვარი
სახელი
თანამ-დებობა
ხელმო-წერა
გვარი
სახელი
თანამ-დებობა
ხელმო-წერა
გვარი
სახელი
თანამ-დებობა
ხელმო-წერა
დაბრუ- ნების თარიღი
აქტის ნომერი
გვარი
სახელი
ხელმო-წერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
დანართი 6
ა ქ ტ ი №
(ფორმა)
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების ჩამოწერის შესახებ
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(აქტის შედგენის ადგილი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 20 წელი
№
რაოდენობა
ოქმის ინდივიდუალური ნომერი/ნომრები
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
დანართი 7
სააღსრულებო ფურცელი №__
___________________________ _________________________
ს/ფ გაცემის თარიღი ადგილი
___________________________________________________________________________________________ (აღსრულების ფურცლის გამცემი)
სააღსრულებო ფურცელი გაიცა:
მიმართ:
____________________________________________________________________________________
(დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საინდენტიფიკაციო ნომერი)
____________________________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი)
_____________________________________________________________________________________________
(დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი)
_____________________________________________________________________________________________
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
საჯარიმო ქვითარის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის
თარიღი:
______________________________________________________
______________________________________________________________________________________________
(სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები)
კრედიტორი:
რეკვიზიტები:
________________________________________________________________________________________________
(კრედიტორის რეკვიზიტები)
მოვალე:
რეკვიზიტები:
________________________________________________________________________________________________
(მოვალეს რეკვიზიტები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი)
ხელმომწერი პირი