მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.05.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №201
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.024034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“
დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე ბათუმი ავარიული სახლების გარეშე − სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №201
2023 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული, შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდის (31 05 – ერთიანი აგროპროექტი) ფარგლებში შესაბამისი პროგრამული კლასიფიკაციის კოდის დამატება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის
პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1. მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება თანადაფინანსების გზით.
2. პროგრამის ამოცანაა მაღალმთიან დასახლებებში როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარების საშუალებით ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია.
მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პოტენციური ბენეფიციარი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს პოტენციური ბენეფიციარის კრიტერიუმებს და რომელთანაც გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;
გ) განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების შესახებ;
დ) ახალი სამეწარმეო საქმიანობა – სამეწარმეო საქმიანობა, რომელსაც იწყებს პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში განაცხადით წარდგენილი პროექტით ან რომელიც წარმოადგენს პოტენციური ბენეფიციარისათვის სამეწარმეო საქმიანობის ახალ მიმართულებას ან რომელიც მიმდინარეა, მაგრამ პროექტით მისი ახალ (სხვა) ადგილმდებარეობაზე განხორციელება არის დაგეგმილი;
ე) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით;
ვ) ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
ზ) პროექტი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადით წარმოდგენილი პროექტი, რომელიც შესაძლებელია, დააფინანსოს სააგენტომ;
თ) საგრანტო დაფინანსება – დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამ(ებ)ის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ მიღებული/მისაღები დაფინანსება, რომლის დაფინანსების რესურსს არ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;
ი) მაღალმთიანი დასახლება – „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილი დასახლება.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში.
მუხლი 5🔗. პროექტების მიზნობრიობები და შეზღუდვები
1. პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში ახალი სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას.
2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობები, გარდა:
ა) სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პირველადი წარმოებისა;
ბ) თამბაქოს წარმოებისა;
გ) აზარტული თამაშებისა;
დ) სავაჭრო ობიექტისა;
ე) სალომბარდო მომსახურებისა;
ვ) ექსტრემალური სპორტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებისა;
ზ) დეველოპერული საქმიანობისა (მათ შორის, პროგრამული საქმიანობისა, Software დეველოპმენტისა);
თ) ელექტრონული ბიზნესისა;
ი) სატრანსპორტო მომსახურებისა;
კ) სამშენებლო (დეველოპერული) საქმიანობისა;
ლ) სასაკლაოს მოწყობისა;
მ) პოლიტიკური, რელიგიური, საქველმოქმედო საქმიანობისა;
ნ) სამხედრო, ბირთვული და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
ო) სასტუმროსა (მათ შორის, საოჯახო ტიპის) და კვების ობიექტისა, დაბა ბაკურიანში, დაბა სტეფანწმინდაში, დაბა გუდაურსა და დაბა მესტიაში.
3. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება:
ა) უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტების შეძენა.
4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარების/აღჭურვილობის შესყიდვა/ინსტალა-ცია და შენობა-ნაგებობების მშენებლობა/რემონტი) შესყიდვა/შექმნა და წარმოებისთვის საჭირო სპეციალიზებული ტიპის სატრანსპორტო საშუალებები.
5. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ საქმიანობას უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფიქსირებული ადგილმდებარეობა.
მუხლი 6🔗. პროგრამის თანადაფინანსების პირობები
1. სააგენტოს თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს, ხოლო პოტენციური ბენეფიციარი ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომლის ასაკი სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს 18-იდან 35 წლის ჩათვლით მამაკაცების შემთხვევაში, ხოლო 18-იდან 40 წლის ჩათვლით ქალების შემთხვევაში, ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის – არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.
2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს საკუთარი ფულადი სახსრები, მიღებული/მისაღები საგრანტო დაფინანსება ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან მიღებული სესხი/ლიზინგი.
3. უძრავი ქონება, სადაც განხორციელდება პროექტი, უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/ მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით/აღნაგობის უფლებით (იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ 10 წელს, იჯარის/აღნაგობის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში), რომელსაც არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა).
4. ბენეფიციარს არ უნდა ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
5. სასტუმროს (მათ შორის, საოჯახო ტიპის) დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, დასაფინანსებელ ობიექტში დაგეგმილი უნდა იყოს არანაკლებ 5 ნომრისა და არანაკლებ 2 სველი წერტილის მოწყობა.
6. განაცხადით წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.
მუხლი 7🔗. პროგრამის
მონიტორინგი და ბენეფიციარის ვალდებულება
1. ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის აუდიტორული დასკვნა.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.
მუხლი 8🔗. პროგრამის პროცედურა
განაცხადების მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურას, ბენეფიციართან გასაფორმებელი ხელშეკრულების ვალდებულებებსა და პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.