ა) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი №1 დანართის შესაბამისად;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №2 დანართის შესაბამისად;
გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №3 დანართის შესაბამისად;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი-ს აღრიცხვის ჟურნალი №4 დანართის შესაბამისად;
ე) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი №5 დანართის შესაბამისად;
ვ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის შესახებ ფორმა №6 დანართის შესაბამისად;
ზ) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმა №7 დანართის შესაბამისად