1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურე, გარდა საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის 141 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საჯარო მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 2093 მუხლით, 513, 533, 55-ე, 553, 1271-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე მუხლით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ -ს 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

3. საჯარო მოსამსახურე უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება