მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2023
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2023 წლის 31 მაისი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება“.
მუხლი 2🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №28 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელებას, ინფრასტრუქტურული პროგრამების შემუშავებასა და შესრულების პროცესის მონიტორინგს. მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას. მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან ერთად ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
5. სამსახურის მისამართია დაბა მესტია, სეტის მოედანი №1.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისა და მოხელეებისგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება;
პროექტების მართვის განყოფილება;
არქიტექტურის და მშენებლობის ნებართვების სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.
6. განყოფილების მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. განყოფილების მოხელის ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, სამსახურებრივი ინსტრუქციებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მშენებლობის სფეროში კანონით განსაზღვრული თავისი კომპეტენციის განხორციელებას; კანონმდებლობის შესაბამისად, სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას, დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას.
2. დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;
3. ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად და პრიორიტეტების დადგენის მიზნით საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
4. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების, პროექტების შემუშავებში მონაწილეობას, პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; შესრულების ანალიზს და შესრულების მიმდინარეობაზე მერისთვის პერიოდიული ინფორმაციის მიწოდებას;
5. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას;
6. დადგენილი პრიორიტეტების შესაბამისად შერჩეული საპროექტო წინადადებების პაკეტის მომზადებას და საკრებულოსთვის წარდგენას;
7. საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების შესაბამისად დოკუმენტების პაკეტის მომზადებას და სამხარეო ადმინისტრაციის საკონსულტაციო საბჭოსთვის წარდგენას;
8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების განხორციელებას, საპროექტო წინადადებების სრული პაკეტის მომზადებას და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას;
9. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;
10. საპროექტო ობიექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრასა და სათანადო ღონისძიებების განორციელებას;
11. საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო განაცხადთან, განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურებაზე სატენდეროდ დოკუმენტაციის მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას;
12. მცირე მოცულობის სამშენებლო ობიექტების პროექტირებას, ხარჯთაღრიცხვების შედგენას;
13. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შედგენას, კოორდინაციას, შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო ინფრმაციების შეგროვებას და ანალიზს;
14. მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან ერთად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
15. მოქმედი კანონმდებლობით და მესტიის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. ინფრასტრუქტურის განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
2. ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
3. დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებში, საერთო კრებებში მონაწილეობას, სათანდო ინფორმაციების შეგროვებას, , დამუშავებას და ანალიზის განხორციელებას;
4. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების, პროექტების შემუშავებში მონაწილეობას;
5. პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს;
6. სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; შესრულების ანალიზს და შესრულების მიმდინარეობაზე ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ინფორმაციის მიწოდებას;
7. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას;
8. წლის შედეგების მიხედვით ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენას და მომდევნო წლისთვის რეკომენდაციების შემუშავებას;
9. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო გეგმების, პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
10. საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროში წარდგენას, კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას;
11. სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობას და წინადადებების მიწოდებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ამ ზიანის სალიკვიდაციოდ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
12. პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას, მართვას, მისი უარყოფით შედეგების შერბილების მიზნით წინადადებების შემუშავებას;
13. მოქმედი კანონმდებლობით და მესტიის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗. პროექტების მართვის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას;
2. პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრას;
3. განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრას;
4. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
5. მცირე მოცულობისა და ნაკლები სირთულის სამშენებლო ობიექტების პროექტირებას, ხარჯთაღრიცხვების შედგენას;
6. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო დოკუმენტაციასთან და პროექტის მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმებას განსაზღვრულ ვადაში;
7. შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
8. განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას;
9. ექსპერტიზისა და გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის აუცილებლობის განსაზღვრას ცალკეულ ობიექტებზე სავარაუდო ღირებულებების გათვალისწინებით;
10. სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობას და წინადადებების მიწოდებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ამ ზიანის სალიკვიდაციოდ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
11. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სამოქმედო გეგმების, პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
12. საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროში წარდგენას, კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობას;
13. შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონულ მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენას;
14. მოქმედი კანონმდებლობით და მესტიის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗. არქიტექტურისა და მშენებლობის ნებართვების სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადებას;
2. არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრულ თავისი კომპეტენციის განხორციელებას;
3. დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;
4. კანონმდებლობის შესაბამისად, სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებას;
5. დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას, მონაწილეობას სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვაში;
6. შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების განხილვას, მომზადებასა და წარდგენას;
7. ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დავალების გაცემის და დამტკიცების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტის მომზადებას;
8. მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეზე სამუშაოებისა და ხაზოვანი ნაგებობების განთავსებაზე ნებართვების გაცემას;
9. მშენებლობის, დემონტაჟის და რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დადგენას;
10. სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის მომზადებას;
11. სათათბირო საბჭოზე (კომისიაზე) განსახილველი საკითხების შედგენას, ინფორმირებასა და სხდომების ორგანიზებას;
12. I (პირველი) კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა/დემონტაჟის ქალაქმშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის წერილობითი დადასტურებისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;
13. განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადებას;
14. საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტების აღრიცხვას, დამუშავებას, არქივისათვის და შესაბამისი ადრესატისათვის გადაცემას;
15. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
16. ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას და რეაგირებას;
17. განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევას;
18. სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს;
19. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.