ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2023 წლის 1 ივნისი ხაშური |
|
2. წესის მიზანია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგება.
3. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება), ობელისკი, მემორიალური დაფა და სხვა მემორიალური ობიექტი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, ვიზუალურად (არქიტექტორული მხარე, დიზაინი) დახვეწილი და გამართული, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან.
4. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყევტილებას იღებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. დადგენილებით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას დაცული იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. ქანდაკება შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ პიროვნების გამოსახულებისაგან ან პიროვნების გამოსახულებისა და მასთან ასოცირებული სხვა უძრავი ძეგლისაგან. ქანდაკებას შეიძლება გაუკეთდეს შესაბამისი ტექსტური ნაწილი (წარწერა). ქანდაკების ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
3. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა, ფიზიკურმა პირმა ან/და საინიციატივი ჯგუფმა.
4. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს, მიმართვის ავტორის აზრით თუ რომელ ქუჩაზე, მოედანზე ან სხვა ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ქანდაკება. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
5. ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვა უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიმართვას უნდა ერთოდეს:
ა) ქანდაკების მიახლოებითი ზომები;
ბ) მიახლოებითი საფინანსო გაანგარიშება;
გ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესრულებული მასალის მითითებით;
დ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (მიწაზე საკუთრების დამდგენი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განშლის ამსახველი ფოტომასალა.
2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას ქანდაკების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. თუ მიმართვის ავტორი საკრებულოს სთავაზობს ქანდაკების განთავსებას ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, მაშინ საკითხი დადგენილი წესით განსახილველად ეგზავნება (გადაეცემა) აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომლებიც ვალდებულნი არიან საკითხის გადაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეადგინონ დასკვნა ქანდაკების განთავსების პროექტის ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. ასეთი დასკვნები, დადგენილი წესით, გადაეცემა საკრებულოს კომისიას.
4. საკრებულოს კომისია ქანდაკების განთავსების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით, კომისიის შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. ქანდაკების განთავსების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა.
3. კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის იღებენ დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას ღებულობენ, კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხი (წინადადება და მასზე თანდართული მასალები) პროექტი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი, საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
3. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქანდაკების განთავსების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას, რომლის დამოწმებული ასლი დადგენილი წესით ოფიციალურად გადაეცემა განთავსების თაობაზე მიმართვის ავტორს. ასეთი განკარგულება შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ამის შესახებ მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს აპარატის უფროსის წერილით.
2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია.
2. სხვადასხვა ღირსშესანიშნავი, მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება დაიდგას ასეთი ფაქტის (მოვლენის) აღმნიშვნელი ობელისკი. სავალდებულოა ობელისკს საქართველოს სახელმწიფო ენაზე გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა. ასეთი წარწერა ობელისკზე, ქართულ ენასთან ერთად, შეიძლება შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
3. თუ მემორიალური დაფის განთავსება ხდება ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტზე, მაშინ ამის თაობაზე შესაბამისი წინადადების (მომართვის) არსებობის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მემორიალური დაფის განთავსებაზე ასეთი პირისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-2 თავით დადგენილი პროცედურების მიხედვით, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
5. მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა, ფიზიკურმა პირმა ან/და საინიციატივი ჯგუფმა.
6. მიმართვა უნდა პასუხობდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
7. ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების თაობაზე მიმართვა უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიმართვას უნდა ერთოდეს:
ა) ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის მიახლოებითი ზომები;
ბ) მიახლოებითი საფინანსო გაანგარიშება;
გ) ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესრულებული მასალის მითითებით;
დ) ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (მიწაზე საკუთრების დამდგენი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნული ტერიტორიაზე ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების განშლის ამსახველი ფოტომასალა;
ვ) მიმართვის ავტორის მოტივაცია და დასაბუთება;
ზ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენისა თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.