თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში უსახელო გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 25.05.2023
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.157.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ახალსოფელი, გოჯიაანები, კაწალო, ჩაბანო, ჭიაურა და ხაიშოში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში უსახელო გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №13
2023 წლის 25 მაისი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში უსახელო გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე
მუხლი 1🔗.
განხორციელდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში არსებული უსახელო ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით დანართი №1-ისა და ორთოფოტოების სახით წარმოდგენილი რეესტრის (დანართი 2.1-დანართი 2. 88) შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
განკარგულება, მისი მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, შემდგომი კანონშესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას
მუხლი 3🔗.
განკარგულება მისი მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 4🔗.
განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
მუხლი 5🔗.
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მისი მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე