განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №51/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018306
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ პაპუკაშვილი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №51/ნ
2023 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემბლემის ფორმები ამ ბრძანების დანართი №1, №2, №3 და №4-ის შესაბამისად;
ბ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბლანკის ფორმა ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად;
გ) განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბლანკის ფორმა ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად;
დ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ქართული ვერსია) ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად;
ვ) განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ქართული ვერსია) ამ ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოფიციალური კორესპონდენციის (წერილის) ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების დანართი №10-ის შესაბამისად;
თ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკური პირების (თანამშრომლის) შემოსასვლელად გასაცემი საშვის ფორმა ამ ბრძანების დანართი №11-ის შესაბამისად;
ი) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკური პირების (სტუმრის) შემოსასვლელად გასაცემი საშვის ფორმა ამ ბრძანების დანართი №12-ის შესაბამისად;
კ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსასვლელად გასაცემი უვადო საშვის ფორმა ამ ბრძანების დანართი №13-ის შესაბამისად;
ლ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსასვლელად გასაცემი ვადიანი საშვის ფორმა ამ ბრძანების დანართი №14-ის შესაბამისად;
მ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის ფორმა ამ ბრძანების დანართი №15-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი