1. გენერალური აუდიტორისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა ან ცრუ ინფორმაციის მიწოდება −

გამოიწვევს:

ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;

ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, −

გამოიწვევს:

ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა −

გამოიწვევს:

ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, −

გამოიწვევს:

ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით;

ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025