2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი თავისუფლდება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან იმ გამაფრთხილებელ ნიშნებთან მიმართებით, რომლებიც მან 2024 წლის 1 მარტამდე განათავსა.
3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან იმ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიმართებით, რომელიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავებისთვის და შეიქმნა 2024 წლის 1 მარტამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2024 წლის 1 მარტის შემდეგ ეს პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად განახლდა და იმავე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ არ მოითხოვს გაუმართლებელი ხარჯების გაწევას.
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა 2024 წლის 1 მარტამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი. ეს ნორმატიული აქტი გამოიცემა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებით;
ბ) მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის შესახებ;
გ) იმ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, განსაზღვრონ/დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი;
დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.06.2023).
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 88. გარდამავალი დებულებები1. 2024 წლის 1 მარტამდე პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად. 2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი თავისუფლდება ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან იმ გამაფრთხილებელ ნიშნებთან მიმართებით, რომლებიც მან 2024 წლის 1 მარტამდე განათავსა. 3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან იმ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიმართებით, რომელიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავებისთვის და შეიქმნა 2024 წლის 1 მარტამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2024 წლის 1 მარტის შემდეგ ეს პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად განახლდა და იმავე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ არ მოითხოვს გაუმართლებელი ხარჯების გაწევას. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა 2024 წლის 1 მარტამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი. ეს ნორმატიული აქტი გამოიცემა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებით; ბ) მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებისა და შეფასების წესის შესახებ; გ) იმ პირთა წრის განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება, განსაზღვრონ/დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სპეციალური წარმომადგენლის რეგისტრაციის წესი.