1. „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმებისა (შემდგომ − შეთანხმება) და ამ შეთანხმების დამატებითი ოქმის (შემდგომ − დამატებითი ოქმი) შესაბამისად, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს ბირთვული იარაღისა და მასალის, აგრეთვე ატომური იარაღის წარმოებისთვის აღჭურვილობის გაუვრცელებლობის თაობაზე საქართველოს მიერ მიღებული გარანტიების იმპლემენტაცია.

2. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს:

ა)საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტრუქტურებსა და უწყებებთან კოორდინაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსათვის შეთანხმებითა და დამატებითი ოქმით განსაზღვრული ინფორმაციის მისაწოდებლად;

ბ) შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნების შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის დროულად მიწოდება;

გ) საქართველოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის განხორციელების, ასევე ინსპექტირების ადგილზე მათი შეუფერხებელი დაშვების ხელშეწყობა შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნათა შესაბამისად;

დ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების მხარდაჭერა შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნების შესასრულებლად;

ე) შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისათვის, საქართველოში ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და დანერგვა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

3. დამატებითი ოქმის მოთხოვნების იმპლემენტაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით − „გარანტიების შეთანხმების დამატებითი ოქმის მოთხოვნების განხორციელების წესი