შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის იმპლემენტაციის საკითხებზე ეროვნული პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნებით განსაზღვრული ობიექტი ან მისი ცალკეული ნაგებობა;
ბ) შეამოწმოს ბირთვული მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული დანადგარები ან/და საქმიანობა;
გ) განახორციელოს არსებული ბირთვული მასალის ვერიფიკაცია;
დ) ჩაატაროს გაზომვები და აიღოს სინჯები შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნებით განსაზღვრული დანადგარის, ობიექტის ან მისი ცალკეული ნაგებობის ნებისმიერი ადგილიდა