შპს „თითი ედვაიზორისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №275
2023 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
შპს „თითი ედვაიზორი სათვის “ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. გაიცეს შპს „თითი ედვაიზორ ზე“ (ს/ნ: 405608846) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელების მიზნით.
2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა