გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №54/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2023
matsne.gov.ge 897 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ პაპუკაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 01.05.2023 ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 27.06.2023 საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 21.09.2020 მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 80% 06.09.2022 პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი 80% 20.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №54/ნ 2023 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესი და პირობები (შემდგომ – წესი) ადგენს გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომ – გაცვლითი პროგრამა)   შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. გაცვლითი პროგრამა და განმახორციელებელი სუბიექტები 1. გაცვლითი პროგრამა არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული სტუდენტის მიერ გარკვეული სწავლის შედეგების მიღწევას უცხო ქვეყნის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2. გაცვლითი პროგრამის განხორციელება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას. 3. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უცხო ქვეყნის  საგანმანათლებლო დაწესებულებასთან პროფესიულ სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომ – ცენტრი) წარუდგინოს  ინფორმაცია აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ. 4. ცენტრი უფლებამოსილია გადაამოწმოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია  პროფესიულ სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულება დადოს მხოლოდ ცენტრიდან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ. მუხლი 3🔗. გაცვლითი პროგრამის შემუშავების პროცედურა 1. გაცვლითი პროგრამის განხორციელების საფუძველია საქართველოსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება პროფესიულ სტუდენტთა გაცვლის შესახებ. 2. გაცვლით პროგრამას საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიმუშავებენ ურთიერთთანამშრომლობით, რათა გათვალისწინებულ იქნეს გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიულ სტუდენტთა ინტერესები და უზრუნველყოფილ იქნეს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება. 3. საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცვლითი პროგრამის შემუშავება და განხორციელება დასაშვებია მაშინაც, როდესაც მათ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის განსხვავებული კვალიფიკაციებია გათვალისწინებული, თუ გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების მიერ ამ პროგრამის ფარგლებში მისაღწევი სწავლის შედეგები თავსებადია იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებთან, რომლის დასრულების შედეგადაც მას კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს. მუხლი 4🔗.  პროფესიულ სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული  მოთხოვნები 1. გაცვლითი პროგრამის განმახორციელებელმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პროფესიულ სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულებაში უნდა ასახონ: ა) ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ; ბ) ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტების მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია იმის თაობაზე, გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს სასწავლო კომპონენტს, თუ მხოლოდ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლის შედეგების გამომუშავებისკენ არის მიმართული; გ) გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა, ასევე, არსებობის შემთხვევაში, კრედიტების მოცულობა; დ) ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მისაღწევი სწავლის შედეგების შესახებ; ე) ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში მიღწეული სწავლის შედეგებთან  თავსებადი სწავლის შედეგების შესახებ; ვ) გაცვლითი პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის ენა/ენები; ზ) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან; თ) გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებული ხარჯები (მათ შორის, სწავლის  საფასური, მგზავრობის, კვების, განთავსებისა და სხვა ხარჯები). აგრეთვე, ინფორმაცია იმის თაობაზე, ზემოაღნიშნული ხარჯებიდან ფარავს თუ არა რომელიმეს გაცვლითი პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება; ი) ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების რაოდენობის შესახებ; კ) გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების შერჩევის წესი და კრიტერიუმები; ლ) გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების პერსონალური მონაცემების მხოლოდ გაცვლითი პროგრამის მიზნებისთვის დამუშავების ვალდებულება; მ) პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერესების გაფრთხილების და  პროფესიულ სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება. 2. პროფესიული სტუდენტის მიერ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მისაღწევი სწავლის შედეგები უნდა იყოს რელევანტური იმ კვალიფიკაციის მიზნებისათვის, რომელიც გათვალისწინებულია იმ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელზეც პროფესიული სტუდენტი ირიცხება. მუხლი 5🔗.  გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების შერჩევა 1. გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების შერჩევის წესი და კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული, გამჭვირვალე, ობიექტური და ხელმისაწვდომი პროფესიული სტუდენტისთვის. 2. დაუშვებელია დისკრიმინაცია გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტების შერჩევისას. 3. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პროფესიული სტუდენტების განსხვავება იმ ნიშნით, რაც აუცილებელია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლის შედეგების მისაღწევად. 4. გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიულ სტუდენტებს უნდა მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ. მუხლი 6🔗. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება 1. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გაცვლითი პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ შესაბამისად, ცენტრისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა, რაც შემდგომში, ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების ავტომატურად აღიარების საფუძველია. მუხლი 7🔗. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის ასახვის ვალდებულება 1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის არსებობის თაობაზე ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 2. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სავალდებულოა უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული პროფესიულ სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულებისა და ცენტრის მიერ გაცემული თანხმობის ატვირთვა. მუხლი 8🔗. გაცვლითი პროგრამის მონაწილე პროფესიული სტუდენტის სტატუსი 1. დაუშვებელია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყანაში წასული პროფესიული სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება. 2. საგანმანათლებლო დაწესებულება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყანაში წასულ პროფესიულ სტუდენტს, ასევე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ პროფესიულ სტუდენტს ანიჭებს გაცვლითი პროფესიული სტუდენტის სტატუსს და შესაბამის ინფორმაციას ასახავს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ამ წესის ამოქმედებამდე დადებული აქვს პროფესიულ სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულება უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, ვალდებულია: ა) ამ წესის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიმართოს ცენტრს  აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მისაღებად; ბ)  ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესრულებიდან ერთი თვის ვადაში. 2. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია, ამ წესის ამოქმედებიდან  12 თვის ვადაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა.