ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.06.2023
ძალაში შესვლა 01.07.2023
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016490
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 712 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2023 მიღება
01.07.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 07.12.2022 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.05.2025 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.12.2014 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 23.09.2022 ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ.ლენტეხის ადმინიცტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 29.04.2022

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2023 წლის 19 ივნისი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 209​3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის  ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ვანის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, საზოგადოებრივ სივრცეებში სისუფთავის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ქალაქ ვანის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებში, პარკებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლა/ყოფნა. მუხლი 3🔗 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“     148-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა. მუხლი 4🔗 დაევალოს ვანის მუნიციპალიტეტის მერიას მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების, ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინფორმაციის განთავსების გზით. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი მუხლი 1🔗.  რეგულირების სფერო ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ქალაქ ვანის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოლის/ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს – მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – ზედამხედველობის სამსახური) მოქმედების სფეროს. მუხლი 2🔗. პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესები 1. ქალაქ ვანის ტერიტორიაზე მდებარე სკვერებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის  სხვა ადგილებში აკრძალულია პირუტყვის ყოლა/ყოფნა როგორც მეთვალყურეობის გარეშე, ასევე მეთვალყურეობის ქვეშ. 2. ქალაქ ვანის ქუჩებში პირუტყვის ყოლა/ყოფნა დასაშვებია მეთვალყურეობის ქვეშ მხოლოდ პირუტყვის საძოვარზე გადარეკვის მიზნით. მუხლი 3🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის 1. ქალაქ ვანის ტერიტორიაზე მდებარე პარკში, სკვერში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში პირუტყვის ყოლა/ყოფნა მეთვალყურეობის გარეშე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და 151-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი სპეციალისტი. ოქმს თან უნდა დაერთოს შესაბამისი ფოტომასალა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანას და მის მოვლა-პატრონობას, ასევე სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაანგარიშებას (ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე) უზრუნველყოფს ზედამხედველობის სამსახური. 4. პირუტყვის დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯის ოდენობა განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗. პირუტყვის დაბრუნების წესი 1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის შემდეგ. 2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვს არ აღმოაჩნდება ყურზე დამაგრებული საიდენტიფიკაციო ნომერი, პირის საკუთრების უფლების დადასტურება მოხდება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. 3. პირუტყვის დაბრუნების თაობაზე დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი და პირუტყვის მესაკუთრე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს. მუხლი 5🔗. ჯარიმის გადახდისა და პირუტყვის რეალიზების წესი  1. პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 2. დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 3. პირუტყვის მეპატრონის მიერ დადგენილ ვადაში დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების გადაუხდელობის შემთხვევაში პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 5. ჯარიმა, ასვევ პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯები მთლიანად ჩაირიცხება ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 1. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტი (საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შეიძლება გასაჩივრდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 10 დღის ვადაში, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით. 2. გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირუტყვის მესაკუთრეს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისაგან. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები 1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც ჩადის სამართალდარღვევას იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია. 2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.