საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3309-XIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.020973
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 575 მუხლი:

„მუხლი 575. ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევა

1. ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.  

3. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.  

4. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის წარმოების, საწარმოო პროცესში ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენების, ვერცხლისწყალსა და ვერცხლისწყლის ნაერთთან მოპყრობისა და მათი რეალიზაციის წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

შენიშვნა: სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია ხდება ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების მიუხედავად.“.

2. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 51​​​​2, 51​​​​​4−53​​​​2, 54-ე, 54​​​​1, 55​​​​1, 55​​4, 56-ე და 57​1 მუხლებით, 575 მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილით (გადამუშავების ნაწილში) და მე-3 და მე-4 ნაწილებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58​​​​​1, 58​​3, 59-ე, 59​​​​​​3, მე-60, 60​​​​​3, 61​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​​4–69​​​​6, 71-ე, 71​​​​1, 72​1−77-ე, 78-ე და 79​​​​1–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 79​​​​​6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79​​​​7, 79​​​​8 და 82​1–82​4 მუხლებით, 82​​​​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−85​​​​5 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის  მე-10  და  მე-11 ნაწილებისა), 86​​2, 87​​​​1–87​​​​3 და 89-ე–89​3 მუხლებით, 91​​3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103​​​​1, 1192 და 128​​2−128​​6 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

3. 239-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51​​​​2, 51​​​​4−53​​​​​2, 54-ე, 54​​​​1, 55​​​​​1, 55​​​​4, 56-ე და 571 მუხლებით, 575 მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილით (გადამუშავების ნაწილში) და მე-3 და მე-4 ნაწილებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 59​​​​​3, მე-60, 60​​​​3, 61​​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​​4–69​​​​6, 71-ე, 71​​​​​1, 72​1−77-ე, 78-ე და 79​​​​1–79​​​​3 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და  მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 79​​​​6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79​​​​​7, 79​​​​​8 და 82​1–82​4 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 86​​2, 87​​​​1–873 და 89-ე–89​​​3 მუხლებით, 91​​3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103​​​​1, 104-ე, 1192 და 1282–1286 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“;

ბ) 281 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28​1. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 57​2–57​4 მუხლებით, 575 მუხლის მე-2 ნაწილი (მოპოვების ნაწილში) და 59​3, 84-ე და 84​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3309-XIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.06.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3309-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.020973.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3309-XIმს-Xმპ, 28.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020973 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5839674/