„სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2018 წლის 4 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20/ნ
სარეგისტრაციო კოდი
220050000.66.078.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის

ბრძანება №20/ნ

2023 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2018 წლის 4 იანვრის №7/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესის, პერიოდულობისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2018 წლის 4 იანვრის №7/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 09/01/2018; ს/კ: 220050000.66.078.016007) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპეციალური სადაზღვევო შენატანი – კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიერ ერთჯერადად გადასახდელი სპეციალური სადაზღვევო შენატანი, რომელიც გამოითვლება ამ კონკრეტულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობიდან, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ვალუტაშია დაზღვეული დეპოზიტი განთავსებული;

ბ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის განაკვეთი – პროცენტი, რომელიც გამოითვლება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში ფონდში აკუმულირებულ სახსრებსა და ანაზღაურებისთვის საჭირო თანხებს შორის უარყოფითი სხვაობის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში და მიკრობანკში განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1 (ერთი) პროცენტისა.

2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი), „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ თავად ამ ინსტრუქციით განსხვავებულად არ არის დადგენილი.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3 .თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვაობა ნაკლებია ან ტოლია კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ის და თუ შენატანის გადახდა ზიანს არ აყენებს კომერციული ბანკების და მიკრობანკების (რომლებმაც უნდა გადაიხადონ შენატანი) ლიკვიდურობასა და ფინანსურ სტაბილურობას (რომლის თაობაზეც სააგენტო წინასწარ წერილობით მოსაზრებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან), სააგენტო გამოითვლის კომერციული ბანკის და მიკრობანკის მიერ გადასახდელი შენატანის ოდენობას და აღნიშნული თანხის გადახდის მოთხოვნის წერილს უგზავნის კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვაობა ნაკლებია ან ტოლია კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ის, მაგრამ შენატანის გადახდამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომერციული ბანკების და მიკრობანკების (რომლებმაც უნდა გადაიხადონ შენატანი) ლიკვიდურობასა და ფინანსურ სტაბილურობას (რომლის თაობაზეც სააგენტო წინასწარ წერილობით მოსაზრებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან), მაშინ სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შენატანის საჭიროზე ნაკლები პროცენტის დაწესების ან საერთოდ შენატანის დაწესებაზე უარის თქმის შესახებ.“.

3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვაობა მეტია კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ზე, მაშინ სააგენტოს უფროსი შენატანის განაკვეთის ოდენობისა (არაუმეტეს 1%) და ანაზღაურებისთვის საჭირო „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა დამატებითი ღონისძიებების შესახებ წინადადებით მიმართავს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს, იმის გათვალისწინებით, რომ შენატანის განაკვეთის შემოთავაზებული ოდენობის გადახდა ზიანს არ უნდა აყენებდეს კომერციული ბანკების და მიკრობანკების (რომლებმაც უნდა გადაიხადონ შენატანი) ლიკვიდურობასა და ფინანსურ სტაბილურობას (რომლის თაობაზეც სააგენტო წინასწარ წერილობით მოსაზრებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან).“. 

4. მე-3 მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შენატანის პროცენტული ოდენობის გამოთვლისას კომერციულ ბანკში და მიკრობანკში განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობის გამოთვლის მიზნებისთვის ბაზისად აღებული უნდა იქნეს მიმდინარე თვის წინა თვის ბოლო დღე.

9. სააგენტო ამ მუხლის შესაბამისად გამოთვლილი შენატანის გადახდის მოთხოვნით მიმართავს კომერციულ ბანკს და მიკრობანკს, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შენატანი.

10. თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის შენატანის ჯამური ოდენობა 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ამ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1 (ერთი) პროცენტს. დაზღვეული დეპოზიტების მოცულობის დაანგარიშების ბაზისად აღებული უნდა იქნეს მიმდინარე თვის წინა თვის ბოლო დღე.“.

5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სანქციები

ამ ინსტრუქციის დარღვევისთვის კომერციული ბანკის და მიკრობანკის სანქცირების წესი და სანქციის ოდენობა განისაზღვრება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან.

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსილევან თოდუა