შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიასთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№287
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №287

2023 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიასთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 205267584) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას;

2. შეწყდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 205267584) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319);

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს;

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

ვიცე-პრეზიდენტი                 პაპუნა ლეჟავა