„ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №156/04 |
|
2023 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 08/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 220020040.18.011.016509) დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი (შუამავალი) – საბროკერო კომპანია, კომერციული ბანკი, მიკრობანკი, ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელთა საქმიანობასაც ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესებით;“; ბ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან საბროკერო კომპანიის მიერ სავაჭრო მიზნით ფლობილ ფასიან ქაღალდებზე, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: ბ.ა) სავაჭრო მიზნით ფლობილი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლებების წილი არ აღემატება 5%-ს; ბ.ბ) არ ხდება სავაჭრო მიზნით ფლობილი ფასიანი ქაღალდების ხმის უფლების განხორციელება ან გამოყენება.“; გ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბროკერო კომპანიის, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მშობელი საწარმო არ არის ვალდებული განახორციელოს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლების მიხედვით მის მფლობელობაში არსებული ხმის უფლებების აგრეგირება იმ ხმის უფლებებთან, რომელსაც ასეთი საბროკერო კომპანია, კომერციული ბანკი ან მიკრობანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს კლიენტების პორტფელების მეშვეობით, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) საბროკერო კომპანიას, კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შეუძლია ამ ხმის უფლების განხორციელება მხოლოდ წერილობით ან ელექტრონული ფორმით მიღებული მითითების საფუძველზე, ან დანერგილი აქვს შესაბამისი მექანიზმები, რომლითაც უზრუნველყოფს პორტფელის ინდივიდუალური მართვის მომსახურების სხვა მომსახურებებისგან გამიჯვნას; ბ) საბროკერო კომპანია, კომერციული ბანკი ან მიკრობანკი მშობელი საწარმოსგან ან მშობელი საწარმოს კონტროლს დაქვემდებარებული სუბიექტისგან დამოუკიდებლად განკარგავს წილობრივი ფასიანი ქაღალდის ხმის უფლებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №156/04. სარეგისტრაციო კოდი — 220020040.18.011.016735.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №156/04, 27.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 220020040.18.011.016735 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5842236/