1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებენ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა პირველი პუნქტის თანახმად მიღებული უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღეს და მისი დებულებები იმოქმედებს:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
3. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილი იქნას ცვლილებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით. აღნიშნული ოქმების დებულებები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ამ მუხლის მე-2 პუქტის შესაბამისა