1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება შემდეგნაირად:

a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ყირგიზეთში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადისგან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ყირგიზეთში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ასეთი გამოქვითვა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით;

b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

2. ყირგიზეთის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება შემდეგნაირად:

a) როდესაც ყირგიზეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ყირგიზეთი დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

წინა დებულების თანახმად, გამოქვითული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ ოდენობას, რომელიც დარიცხული იქნებოდა ყირგიზეთში ამ შემოსავალზე იქ მოქმედი განაკვეთებით.

b) როდესაც ყირგიზეთის რესპუბლიკის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების მიზნებისთვის შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ყირგიზეთის რესპუბლიკას კვლავ შეუძლია ამ შემოსავლის ჩართვა დასაბეგრ ბაზაში, მაგრამ მხოლოდ ყირგიზეთში დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავალზე განაკვეთის განსაზღვრის მიზნი