თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016496
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,359 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
რაოდენობა
გვარი სახელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 25.05.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 22.05.2023 „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლბამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის“ დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 10.07.2023 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 09.06.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 06.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2023 წლის 27 ივნისი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​​3 და 239-ე მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისა და გამოყენების წესი №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №3 დანართის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს  საჯარიმო ქვითარი  (ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმი) N4  დანართის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა №5 დანართის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა №6 დანართის შესაბამისად. მუხლი 7🔗 დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცელი  №7 დანართის შესაბამისად; მუხლი 8🔗 ა) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3-ე  მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-8, მე-14 ნაწილებით და საქართველოს კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს. ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196​1, 196​6, 197, 197​1, 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს. მუხლი 9🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი       დანართი № 1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამოვლენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრების (ოქმები) ფორმები, ფორმებით მომარაგების, გაცემისა და დაბრუნების წესი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითრები (ოქმები) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვთ შემდეგი დამცავი ნიშნები: ა) ნომერი; ბ) დამცავი ბადე; გ) უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს. 2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით. 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს მერის ბრძანებით განსაზღვრული ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი. 4. ოქმების გატანის უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ მოსამსახურეს. 5. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერით. მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა 1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. 2. ოქმები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა–ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, გაცემის შემდეგ – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირთან. 3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის  და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ რაც ოქმები ჩაბარდება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება. მუხლი 4🔗. სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და წარმოება 1. ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსი“, საქართველოს    ორგანული    კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8, მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს; ბ) მეორე – რჩება ოქმის შემდგენელთან; გ) მესამე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით. 3. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ოქმის შემდგენმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში. 4. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს). 5. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული; დ) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის პირობების შემთხვევაში); იურიდიული  პირი - იურიდიული პირის მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სხვა მისი პირადი მონაცემები; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან; ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 7. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც. 8. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 9. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 10. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. 11. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტრულ ქვედანაყოფს. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემების აღრიცხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონაცემების შესახებ აღრიცხვას აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი მერიის სტრუქტურული ერთეული. მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა 1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს. 2 .გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმის შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია. დანართი №2 საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისა და გამოყენების წესი საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და წარმოება 1. საჯარიმო  ქვითარს  (ოქმს) სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა მუხლებით გათვალისწინებულ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. 3. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 4. უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომას. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილმა თანამშრომელმა, თუ ადგილზე ვერ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საჯარიმო ქვითარი (ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე, ან ფოტოფირზე, ოქმის  შემდგენელი უფლებამოსილია, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) შეადგინოს ადმინისტრაციულ ორგანოში და გაუგზავნოს სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 6.   საჯარიმო   ქვითარი   შედგება   ორ  ეგზემპლარად,  რომელთაგან  პირველი  ეგზემპლარი  რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი ფოსტით ეგზავნება. 8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილში აღინიშნება: ა) შედგენის თარიღი; ბ) შედგენის ადგილი; გ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი; დ) სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი); ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ)  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული  ნორმა,  ჯარიმის ოდენობა; ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები; თ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; ი) მიმღები მოლარე; კ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი; ლ) მოწმე, ან სხვა პირის ხელმოწერა; მ) ოქმის შემდგენლის ხელმოწერა; ნ)  სამართალდამრღვევის  ხელმოწერა,  ხელმოწერაზე  ან  საჯარიმო  ქვითრის  ჩაბარებაზე  უარის აღნიშვნა; ო) შენიშვნა. 9. საჯარიმო ქვითრის მეორე ნაწილში აღინიშნება: ა) გადამხდელის სახელი, გვარი; ბ) გადამხდელის მისამართი; გ) ჯარიმის ოდენობა; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი; ე) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; ვ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი; ზ) მიმღები მოლარე; თ) შემომტანი; ი) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); კ) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ; ლ) საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან: ლ.ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი; ლ.ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 10. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს). 11. საჯარიმო  ქვითრის  (ოქმის)  შედგენისას,  დამრღვევს  უნდა  განემარტოს  საქართველოს  კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. 12. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც. 13. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ხელმოწერაზე, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენის მიერ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 14. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) დასართავი ახსნა–განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის  გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 15. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“   243-ე   მუხლის   2​1    ნაწილის    შესაბამისად,    შეიძლება    სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში. 16. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დანართი №3 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სერია № 000000  ------------------------------------ 1. ---------- ----------------------- 20 ---- წ.                                   2. ---------------------------------------        ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                   ოქმის შედგენის ადგილი 3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი 4. დავადგინე, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------––                                          ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------- დასახელება ნორმატიული აქტისა, რომელიც დაირღვა 5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ---------------------- მუხლით / მუხლის ––––––ნაწილით. 6. ინფორმაცია სამართალდამრღვევის შესახებ: ––––––––––––––––––––––––––––––––––––-------  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------  სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით. 7. მოწმე ან/და დაზარალებული: ----------------------------------------------------------------------        -----------                                                                    სახელი, გვარი, მისამართი                                    ხელმოწერა    8. ოქმის შემდგენელი პირი: --------------------------------- -----------------------------       ---------------------                                    სახელი, გვარი                                       ხელმოწერა 9. სამართალდამრღვევი პირი: ------------------------------ -------------------------------    --------------------                              სახელი, გვარი                             ხელმოწერა 10. ჩავიბარე ოქმი: -------------------------------------------------------------------------------  სამართალდამრღვევის ხელმოწერა 11. დამრღვევის ახსნა-განმარტება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 13. შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- დამკვეთი: დამამზადებელი: სემგს-ს რეგისტრაციის № დანართი №4 საჯარიმო ქვითარი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ნაწილი I საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №                                  ბ. ა. 1. შედგენის თარიღი: _______  2. შედგენის ადგილი: ______   (რიცხვი, თვე, წელი) 3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: __________________________________________________ 4. დამრღვევის მონაცემები:_________________________________________ ფიზიკური პირი (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი); _______________________________________________________ _______________________________________________________ იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი) 5. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:____________ _________________________________________________________ _______________________________________________________ 6.1. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას _________ ლარის ოდენობით. 6.2. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსის ___________ მუხლის ______ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას  _________ ლარის ოდენობით. 7.____________________________________________________ მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები 8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა-განმარტება, კონფისკაციის აქტი და სხვა: ______________________________________________________ (ახსნა-განმარტების, კონფისკაციის აქტისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა) 9. მიმღები მოლარე: ____________            ________________________________                    (ხელმოწერა და თარიღი)     (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) მოწმის ხელმოწერა: ____________ ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: _____________ სამართალდამრღვევი: _________________________________________________ (ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა № (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში) 1.______________________________________ (გადამხდელის სახელი და გვარი) 2. _____________________________________ (გადამხდელის მისამართი) 3. _____________________________________ (ჯარიმის ოდენობა) 4.1.______________________________________ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) 4.2. ___________________________________________ (ნარჩენების მართვის კოდექსის მუხლი) 5.____________________________________________ (სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6.____________________________________________ (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე: __________________________  (ხელმოწერა) 8. შემომტანი: ____________________________                                             (ხელმოწერა) ბ. ა.  თარიღი: ___________________________________                                  (რიცხვი, თვე და წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ. საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებების თაობაზე და ასევე სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამკვეთი:                                                                                                    დამამზადებელი: სემგს-ს რეგისტრაციის N დანართი №5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № გაცემის თარიღი ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქ მის) ნომერი ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემი ოქმის,საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები შედგენილი (გამოყენებული) ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები) დაბრუნებული /გაუქმებული/ ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები) შენიშ ვნა გვარი სახელი თანამ დებობა ხელ მოწერა გვარი სახელი თანამ დებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამ დებობა ხელმ ოწერა დაბრუ ნების თარიღი აქტის ნომერი გვარი სახელი ხელმო წერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 დანართი №6 ა ქ ტ ი  № (ფორმა) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების ჩამოწერის შესახებ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (აქტის შედგენის ადგილი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 20           წელი № რაოდენობა ოქმის ინდივიდუალური ნომერი/ნომრები შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: დანართი №7 სააღსრულებო ფურცელი ___________________                                                                                     _____________________       ს/ფ გაცემის თარიღი                                                                                                       ადგილი ________________________________________________________________________________ (აღსრულების ფურცლის გაცემა) სააღსრულებო ფურცელი გაიცა: მიმართ: ___________________________________________________________________________________ (დამრღვევის გვარი,სახელი,პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) (სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი) ________________________________________________________________________________________ (დარღვევის არსი და დარღვევის ადგილი) ______________________________________________________________________________________ (აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევს ოქმის კანონიერ ძალაში შესვლის  თარიღი: _________________________________________________  (სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა და სხვა დეტალები) კრედიტორი: