„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის მართვის, ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №51/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 808 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე ქვეყნის შიდა კვოტების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 28.03.2016 ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 13.12.2016 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუდმივმოქმედი სათათბირო-საკონსულტაციო ორგანოს - სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 27.03.2019 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 17.12.2019 არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 28.04.2023

დოკუმენტის ტექსტი

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის მართვის, ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №51/ნ 2023 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის მართვის, ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ჯანმართელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-15 მუხლების, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა და 21-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 შეიქმნას „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის მართვის, ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და დამტკიცდეს საბჭოს დებულება, თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი დანართი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის მართვის, ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის მართვის, ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში სისტემის ეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, მართებული და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად შექმნილ საკონსულტაციო/საკოორდინაციო მექანიზმს. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ ბრძანების შესაბამისად. 3. საბჭოს იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი 0119, წერეთლის გამზ. №144. მუხლი 2🔗. საბჭოს მიზნები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს მიზანია: ა) „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება არსებული პრობლემების მოგვარებისათვის სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ბ) DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ხარჯთეფექტურობის მიზნით წინადადებების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში სიტუაციის სისტემატური თვისობრივი ანალიზის შედეგების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან, დონორ ორგანიზაციებთან, დარგობრივ ასოციაციებთან და მოაწყოს მოსმენები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ; ბ) მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და ინფორმაცია; გ) საჭიროების შემთხვევაში შექმნას სამუშაო თემატური ჯგუფები და განსაზღვროს მათი ფუნქციები და ამოცანები. მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები, სათათბირო სტატუსით მონაწილე წევრები, ასევე საჭიროებისამებრ, მოწვეული სხვა სპეციალისტები. 2. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა და საბჭოს თავმჯდომარე განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:  ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარმომადგენლები; ბ) სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები; გ) სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები; დ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი; ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი; ზ) სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წარმომადგენელი; თ) სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი. 4. საბჭოს მუშაობაში სათათბირო სტატუსით მონაწილეობა ეთხოვოთ: ა) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; ბ) შესაბამისი დარგის სპეციალისტებს და დარგობრივ ასოციაციებს; გ) სხვა დაწესებულებების ან/და არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელ(ებ)ს ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. საბჭოს მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. 2. საბჭოს სხდომის მოწვევის დროს და დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე. ამასთან, საბჭოს წევრების არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და ა.შ.), საბჭოში მონაწილეობას იღებს ამ წევრის მოვალეობის შემსრულებელი ან მისი წარმომადგენელი. 4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 5. ხმის უფლებით სარგებლობენ საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე მუდმივმოქმედი წევრების უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გარკვეული საკითხების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონულ ფორმატში, საბჭოს სამდივნოს მიერ, საბჭოს თავმჯდომარისა და წევრებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნისა და საბჭოს წევრების თანხმობის მიღების საშუალებით. 8. საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; ბ) უძღვება საბჭოს საქმიანობას და წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას; დ) წყვეტს საბჭოს მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რაც არ რეგულირდება წინამდებარე დებულებით; ე) უფლებამოსილია საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები, შესაბამისი ექსპერტები და/ან სპეციალისტები; ვ) უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 9. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმის სახით, სადაც აღინიშნება მისი მიღების თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის რიგითობის მიხედვით) და გადაწყვეტილების შინაარსი. 10. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 11. საბჭოს სამდივნოს ფუნქციასა და საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას (საბჭოს სხდომის მოწვევის ორგანიზებას, დღის წესრიგის შემუშავებას, სხდომამდე საბჭოს წევრებისათვის დღის წესრიგის მიწოდებასა და საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას) ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სამსახური.