არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2023 წლის 28 აპრილი ქ. დუშეთი |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. ეს დებულება განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას, უფლებებს, მოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა, პროცედურულ საკითხებს.
ა) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლა;
ბ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესახებ შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები), დუშეთის მუნიციპალირტეტის საკრებულოს და მერიის წარმომადგენელი (წარმომადგენლები), არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
2. საბჭოს სხდომას საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარეობს საბჭოს ერთ-ერთი წევრი საბჭოს თავმჯდომარის დავალებით.
3. საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები/სპეციალისტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან.
5. მასალები საბჭოს სხდომის მოწვევამდე ერთი კვირით ადრე საბჭოს სხდომაზე განსახილველად მომზადებული საკითხის თაობაზე წარედგინება საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისათვის საბჭოს მასალებისა და დღის წესრიგის მიწოდებას.
6. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
7. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმას.
8. საბჭოს მიერ განხილული საკითხების რეალიზაციის მიზნით საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმის სახით.
9. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და საქმისწარმოების განხორციელებას, მათ შორის, ოქმების და სამუშაო ჯგუფის საქმიანობისთვის სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.