,,გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 28 სექტემბრის N27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №36 |
|
2023 წლის 28 ივნისი ქ. ბათუმი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 28 სექტემბრის №27 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. „გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 28 სექტემბრის №27 ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს თანდართული გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესი და პირობები.“. 3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესი და პირობები“. 4. წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესი და პირობები (შემდეგში – წესი) ადგენს გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროსთვის (სავაჭრო, სატვირთო, სამგზავრო, დოკი, სლიპი, ელინგი, გემთმშენებელ და სარემონტო ქარხანაში) გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადება და სერტიფიცირება.“. 5. წესის მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შერჩეული დაწესებულება – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ შერჩეული პროფესიული დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამა;“; ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გადამზადების პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართი №1-ის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამა; დ) მსმენელი – პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ გადამზადების პროგრამაზე;“. 6. წესის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის წესი 1. გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, რომლის მიზანია იმ დაწესებულების გამოვლენა და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების აღიარებული პროგრამა და გასცეს შესაბამისი დოკუმენტი. 2. გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა სააგენტოს მიერ ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამები; ბ) გადამზადების პროგრამის პროფესიული მასწავლებლის კვალიფიკაცია (სერტიფიკატი, ქვესპეციალობის მოწმობა) და გამოცდილება (მუშაობის სტაჟი); გ) აღიარებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა წინამდებარე წესით განსაზღვრული პროგრამის განხორციელებისთვის; დ) წინამდებარე წესის დანართი №1, №2, №3, №4 და №5-ით განსაზღვრული პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 4. გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულების შერჩევისა და გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები 1. გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. გადამზადების პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულება ვალდებულია აკმაყოფილებდეს შერჩევის შემდეგ პირობებს: ა) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა ახორციელებდეს მინიმუმ „გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციის“ საბაზო პროფესიულ საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამას; ბ) აწარმოებდეს მსმენელის მიერ გადამზადების პროგრამის გავლის შესახებ ელექტრონულ რეესტრს; გ) გააჩნდეს ამ წესის დანართ №1-ში მითითებული ინვენტარი სასწავლო პროცესის წარმართვისათვის ან გააჩნდეს შესაბამისი ხელშეკრულება პრაქტიკის უზრუნველყოფის ობიექტებთან; დ) დასაქმებული ჰყავდეს ამ წესის დანართ №1-ში მითითებული შესაბამისად კვალიფიციური პერსონალი. 3. გემის ხარატ-შემდუღებლის პროგრამის შემუშავებაში ჩართული უნდა იყოს აღიარებული ორგანიზაციის წარმომადგენელი. 4. გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის აღიარების მიზნით დაწესებულება სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა); ბ) გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართებში მოცემული გადამზადების პროგრამის შესაბამისად; გ) ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და ინვენტარის ჩამონათვალი და/ან აღწერილობა; დ) გადამზადების პროგრამაზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, პროგრამის მსმენელების პროპორციულობა პროფესიული მასწავლებლების რაოდენობასთან მიმართებით; ე) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი; ვ) აღნიშნული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში; ზ) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი; თ) აღიარებული ორგანიზაციის მიერ პროგრამის შესაბამისობის დოკუმენტი და აღიარებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება; ი) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 5. სააგენტოს მიერ დაწესებულების განცხადება და თანდართული მასალები დაწესებულების შერჩევის და გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის აღიარების შესახებ განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 6. სააგენტო გადაწყვეტილებას დაწესებულების შერჩევისა და გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში. 7. სააგენტო შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე ამოწმებს წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათი ნამდვილობის დადასტურების მიზნით. 8. სააგენტოს გადაწყვეტილება დაწესებულების შერჩევისა და გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. დაწესებულების შერჩევისა და გადამზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 2 წელი. 10. სააგენტო ახორციელებს აღიარებული გადამზადების პროგრამის მონიტორინგს ყოველწლიურად. მონიტორინგის დროს, თუ გამოვლინდა შერჩევის/აღიარების პირობების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების ან/და გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამის აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ. 101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის/აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არაუმეტეს 2 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხევავში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს აღიარება. 102. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების პროგრამა ან/და გასცეს შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 103. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესაბამის დაწესებულებას უფლება არა აქვს დაწესებულების ან მათი პროგრამის ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. 11. შერჩეული დაწესებულება ვალდებულია გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში, სადაც ხდება გადამზადების პროგრამის დაწყების დადასტურება სააგენტოს მიერ. 12. გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და თუ გადამზადების პროგრამის სილაბუსში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ოფიციალური წერილით. 13. გადამზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა ტარდება სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. 14. გადამზადებისპროგრამის აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. პროგრამის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 5. გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები გადამზადების პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა მოიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) შერჩეული დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს; გ) გავლილი გადამზადების პროგრამის დასახელებას; დ) კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს; ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ გადამზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შესახებ; ვ) მითითებას „გადამზადების პროგრამა აღიარებულია სააგენტოს მიერ“; ზ) შერჩეული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;“. 7. წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გემის ხარატ-შემდუღებლის გადამზადების აღიარებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;“. 8. წესის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებით, მან უნდა გაიაროს აღიარებული გადამზადების პროგრამის ხარატ-შემდუღებლისთვის და ჩააბაროს გამოცდა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.“. 9. წესის დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|