1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს საქმიანობის განხორციელების პროცესში დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილების ან გაფართოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე.
2. სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, ხელახლა განიხილოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები და აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს გადაწყვეტილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ, თუ:
ა) საქმიანობა ან საწარმოო პროცესი არ არის გათვალისწინებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნაში და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა განვითარდა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნება ემისიების მნიშვნელოვანი შემცირება;
ბ) ექსპლუატაციის უსაფრთხოება მოითხოვს სხვა ტექნიკის/ტექნოლოგიის დანერგვას;
გ) საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიცა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალი დასკვნები, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
დ) საქმიანობის შედეგად გამოწვეულია იმდენად მნიშვნელოვანი დაბინძურება, რომ საჭიროა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადახედვა ან ემისიის ახალი ზღვრული მნიშვნელობების განსაზღვრა;
ე) შეიცვალა გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საჭიროა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების გადახედვა;
ვ) ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა აუცილებელია ამ ნებართვის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის წარსადგენად. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ის საქმიანობის განმახორციელებელი, რომელზედაც ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასთან ერთად გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადთან ერთად სააგენტოს დამატებით წარუდგინოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული სკრინინგის განცხადება. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადში ასახოს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. თუ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
5. სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს სათანადო დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებასა და გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ამ განაცხადის დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან/გამოქვეყნებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. სააგენტო იხილავს აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ.
6. სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის წარდგენიდან 60 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, არის თუ არა დაგეგმილი ცვლილება არსებითი ცვლილება და, შესაბამისად, საჭიროებს თუ არა ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა ამ კანონის II თავით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებას. თუ სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის განხილვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით დაადგენს, რომ ეს ცვლილება არსებითი ცვლილება არ არის, მას იმავე გადაწყვეტილებით შეაქვს აღნიშნული ცვლილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში. სააგენტო ამ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.
7. თუ სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის განხილვის შედეგად დაადგენს, რომ დაგეგმილი ცვლილება არსებითი ცვლილებაა, უნდა გაიცეს ახალი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, რის შესახებაც სააგენტო აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს. ამ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია.
8.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებს განიხილავს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების დამტკიცებიდან 4 წლის ვადაში, რის შემდეგაც საქმიანობის განმახორციელებელს განუსაზღვრავს საქმიანობის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალ დასკვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გონივრულ ვადას. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი თავისუფლდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის გადახდისგან.
9.
სააგენტო უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით შეიტანოს ცვლილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში, თუ დეპარტამენტმა ინსპექტირების საფუძველზე გამოავლინა საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობის ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ასახულ გარემოებებთან შეუსაბამობა და სააგენტო დაადგენს, რომ ეს შეუსაბამობა არსებითი შეუსაბამობა არ არის. სააგენტო ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანამდე შესაბამის ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, 15 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. სააგენტო იხილავს აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში სათანადო ცვლილება შეაქვს 30 სამუშაო დღის ვადაში. სააგენტო მიღებულ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.
10. (ამოღებულია - 26.06.2025, №792).
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №792
წინა რედაქცია (30.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა 1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს საქმიანობის განხორციელების პროცესში დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილების ან გაფართოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე. 2. სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, ხელახლა განიხილოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები და აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს გადაწყვეტილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ, თუ: ა) საქმიანობა ან საწარმოო პროცესი არ არის გათვალისწინებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნაში და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა განვითარდა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნება ემისიების მნიშვნელოვანი შემცირება; ბ) ექსპლუატაციის უსაფრთხოება მოითხოვს სხვა ტექნიკის/ტექნოლოგიის დანერგვას; გ) საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიცა საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალი დასკვნები, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) საქმიანობის შედეგად გამოწვეულია იმდენად მნიშვნელოვანი დაბინძურება, რომ საჭიროა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადახედვა ან ემისიის ახალი ზღვრული მნიშვნელობების განსაზღვრა; ე) შეიცვალა გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საჭიროა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების გადახედვა; ვ) ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა აუცილებელია ამ ნებართვის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის წარსადგენად. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას 15 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც მას მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ის საქმიანობის განმახორციელებელი, რომელზედაც ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასთან ერთად, ასევე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადთან ერთად, სააგენტოს დამატებით წარუდგინოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული სკრინინგის განცხადება. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადში ასახოს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. თუ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოებელია გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ სახელმძღვანელო დოკუმენტი. 5. სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის რეგისტრაციიდან 15 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც განაცხადის მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს სათანადო დოკუმენტაცებიის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებასა და გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, − მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვსთ, ამ განაცხადის დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან/გამოქვეყნებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინონ ს სააგენტოს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. სააგენტო განიხილავს საზოგადოების მიერ წარდგეღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ. 6. სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის წარდგენიდან 60 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, არის თუ არა დაგეგმილი ცვლილება არის თუ არა არსებითი ცვლილება და, შესაბამისად, ცვლსაჭილროების შეტთუ არა ინტეგრირებულ გარემოსდაჭცვით ნებაროთვაში ცვლილების თუ შეტარნა ამ კანონის II თავით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებას. თუ სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის განხილვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით დაადგენს, რომ დაგეგმილის ცვლილება არსებითი ცვლილება არ არის, მას იმავე გადაწყვეტილებით შეაქვს შესაბამღნისშნული ცვლილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში. სააგენტო აღნიშნულმ გადაწყვეტილებას 15 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც მას მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. 7. თუ სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის განხილვის შედეგად დაადგენს, რომ დაგეგმილი ცვლილება არსებითი ცვლილებაა, უნდა გაიცეს ახალი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა, რის შესახებაც სააგენტო აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს. ამ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია. 8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებს განიხილავს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების დამტკიცებიდან 4 წლის ვადაში, რის შემდეგაც საქმიანობის განმახორციელებელს განუსაზღვრავს საქმიანობის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალ დასკვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოსთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გონივრულ ვადას. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას 15 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც მას მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი თავისუფლდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის გადახდისგან. 9. სააგენტო უფლებამოსილია, საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით, შეიტანოს ცვლილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში შეიტანოს ცვლილება, თუ დეპარტამენტის მა იერ ინსპექტირების საფუძველზე გამოავლინდება საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობის ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ასახულ გარემოებებთან შეუსაბამობა და სააგენტო დაადგენს, რომ აღნიეს შნეულსაბამობა არსებითი შეუსაბამობა არ არის არსებითი. სააგენტო, ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანამდე, შესაბამის ინფორმაციას 15 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც მას მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. საზოგადოების დაინტერესებულ სწაზრმოგმადოგენლებას უფლება აქვსთ, 15 საკმუთარი შენიშვნები და მოსაზრებებ დღის ვადაგენტოსში წარუდგინონ ს 15 ააგენტოს სამკუშთაო დღრი მოს ვაზრებები და შენიშვნები. სააგენტო განიხილავს აღნიშნულ შენიშვნებსა და მოსაზრებებსა და შენიშვნებს, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მხედითველობაშლისწიღნებს მათ და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში შესაბთამისინადო ცვლილებებია შეაქვს 30 სამუშაო დღის ვადაში. სააგენტო მიღებულ გადაწყვეტილებას 15 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ცენტრს, რომელიც მას მიღებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. 10. თუ ს(აქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული გარემოება არ შეესაბამება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ასახულ გარემოებებს, მაგრამ აღნიშნულ შეუსაბამობას გარემოს ზიანი არ გამოუწვევია, ასეთ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განმახორციელებელი ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის თხოვნით - 26.06.2025, საკუთარი ინიციატივით მიმართავს სააგენტოს, მას ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება№792).