საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს უფროსი იღებს, თუ:
ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას;
ბ) სკოპინგის ანგარიშით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის ან/და შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა;
გ) შეთავაზებული ტექნიკა/ტექნოლოგია არ არის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა და საქმიანობის განმახორციელებელმა არ წარმოადგინა ემისიის ზღვრული მნიშვნელობებიდან გადახვევის დასაბუთება, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისა