მუხლი 14. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება
თავი II — გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, თუ:
ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას;
ბ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშით, სკოპინგის ანგარიშით, გზშ-ის ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა.
2. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (21.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1. მინისტრი გამოსცაგემს ინდტო ივიდუღებს გალურ ადმინისტრაცწყვეტიულ-სამართლებრივ აქტს საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას; ბ) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშით, სკოპინგის ანგარიშით, გზშ-ის ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათისა და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა. 2. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.
…ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს…