გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2019
საქმის ნომერი
330310018002594400
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5266-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე - ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ა“

წარმომადგენლები - ნი--------------ძე, ი-------------ე, ირ---–---------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

წარმომადგენლები - მა----------–-–---–ი, ნატ----------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს მთავრობა

წარმომადგენელი - ზა-------------–---–ი

მესამე პირი - სს ,,ენერ----------------------------–-ა“

წარმომადგენლები - შ--–------------ე, ლ-----------–---ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის ბრძანება №----- ,,სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას გენერაციას“ მიერ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პირობებში კასკადის ფუნქციონირების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ”;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 ივლისის ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „მწ-------–-----------ას“ ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №----- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირის - სს ,,ენერ----------------------------–-ის“ წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 2017 წლის 16 მარტს (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2---------8), სს ,,ენერ----------------------------–-ის“ გენერალურმა დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს და აცნობა, რომ სს ,,ენერ----------------------------–-ის“ კუთვნილი ,,გუ---------------ს“ ფუნქციონირების საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებით, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წლის 17 მაისს, 15 საათზე, ქ. ქუთაისის მერიის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ------------------------–-----), გაიმართება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა. ამავე განცხადებაში მიეთითა, რომ ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წინასწარი განხილვის მიზნით სამინისტროს წარედგინა კანონით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაცია: 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში - 1 ეგზემპლარი; 2. ტექნიკური რეზიუმი - 1 ეგზემპლარი; 3. არატექნიკური რეზიუმე - 1 ეგზემპლარი; 4. გზშ-ს ანგარიშის ელექტრონული ვერსია; 5. GIS (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა) კოორდინატები; 6. გაზეთ რეზონანსის 2017 წლის 20 მარტის დღის გამოშვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სს ,,ენერ----------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 მარტის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2---------8) განცხადება (ს.ფ. 61);

 

4.2. 2017 წლის 21 მარტს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა N--- წერილით მიმართა ამავე სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს და წინასწარი განხილვის მიზნით, გადაუგზავნა სს ,,ენერ----------------------------–-ის“ მიერ წარმოდგენილი, მდინარე რიონზე განთავსებული ,,----------------“ ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. მასვე ეთხოვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები დეპარტამენტისთვის მიეწოდებინათ 2017 წლის 19 აპრილამდე, რათა დოკუმენტის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე საქმიანობის განმახორციელებელს მოეხდინა მათი დროულად გათვალისწინება. აღნიშნული წერილის საფუძველზე, სააგენტოს დანართის სახით გადაეგზავნა გზშ-ს ანგარიშის ელექტრონული ვერსია და ,,გზშ-ს ანგარიშის განხილვის კითხვარი“.

 

2017 წლის 21 მარტის N--- წერილის პასუხად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 24 აპრილს, N---- წერილით მიმართა ამავე სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსს და აცნობა, რომ სს ,,ენერ----------------------------–-ის“ მიერ წარმოდგენილი, მდინარე რიონზე განთავსებული ,,----------------“ ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მონიტორინგის გეგმაში, ექსპლუატაციის ეტაპზე უნდა დაემატოს იქტიოფაუნაზე ზემოქმედების კონტროლის საკითხი.

 

2017 წლის 21 მარტს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა N--- წერილით მიმართა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს და წინასწარი განხილვის მიზნით, გადაუგზავნა სს ,,ენერ----------------------------–-ის“ მიერ წარმოდგენილი, მდინარე რიონზე განთავსებული ,,----------------“ ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. მასვე ეთხოვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში არასრული იყო ან/და საჭიროებდა რაიმე საკითხის დაზუსტებას ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები დეპარტამენტისთვის მიეწოდებინათ 2017 წლის 19 აპრილამდე, რათა დოკუმენტის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე მომხდარიყო მათი გათვალისწინება საქმიანობის განმახორციელებლის მიერ. აღნიშნული წერილის საფუძველზე, სააგენტოს დანართის სახით გადაეგზავნა გზშ-ს ანგარიშის ელექტრონული ვერსია და ,,გზშ-ს ანგარიშის განხილვის კითხვარი“.

 

2017 წლის 21 მარტის N--- წერილის პასუხად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ 2017 წლის 24 აპრილს, N------- წერილით მიმართა ამავე სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსს და წარუდგინა გეოლოგიის დეპარტამენტის, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის შენიშვნები და მოსაზრებები სს ,,ენერ----------------------------–-ის“ მიერ წარდგენილი, მდინარე რიონზე განთავსებული ,,----------------“ ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით.

2017 წლის 21 მარტს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა N--- წერილით მიმართა ამავე სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის წყლის სამმართველოს უფროსს და წინასწარი განხილვის მიზნით, გადაუგზავნა სს ,,ენერ----------------------------–-ის“ მიერ წარმოდგენილი, მდინარე რიონზე განთავსებული ,,----------------“ ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. მასვე ეთხოვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები დეპარტამენტისთვის მიეწოდებინათ 2017 წლის 19 აპრილამდე, რათა დოკუმენტის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე საქმიანობის განმახორციელებელს მოეხდინა მათი დროულად გათვალისწინება. აღნიშნული წერილის საფუძველზე, სააგენტოს დანართის სახით გადაეგზავნა გზშ-ს ანგარიშის ელექტრონული ვერსია და ,,გზშ-ს ანგარიშის განხილვის კითხვარი“.

 

2017 წლის 21 მარტის N--- წერილის პასუხად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 18 აპრილს N---- წერილით მიმართა ამავე სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსს და აცნობა, რომ წყლის სამმართველომ განიხილა სს ,,ენერ----------------------------–-ის“ მიერ წარდგენილი, მდინარე რიონზე განთავსებული ,,----------------“ ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რაზედაც წყლის სამმართველოს შენიშვნები არ გააჩნია.

 

2017 წლის 27 მარტს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა N---- წერილით მიმართა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და წინასწარი განხილვის მიზნით, გადაუგზავნა სს ,,ენერ----------------------------–-ის“ მიერ წარმოდგენილი, მდინარე რიონზე განთავსებული ,,----------------“ ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. მასვე ეთხოვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები დეპარტამენტისთვის მიეწოდებინათ 2017 წლის 19 აპრილამდე, რათა დოკუმენტის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე საქმიანობის განმახორციელებელს მოეხდინა მათი დროულად გათვალისწინება. აღნიშნული წერილის საფუძველზე, სააგენტოს დანართის სახით გადაეგზავნა გზშ-ს ანგარიშის ელექტრონული ვერსია და საქმიანობის განხორციელების ტერიტორიის GIS კოორდინატები.

 

2017 წლის 27 მარტის N---- წერილის პასუხად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ 2017 წლის 06 აპრილს, N---- წერილით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსს და აცნობა, რომ სააგენტოს მიერ შესწავლილი იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და რუკა. შედეგად დადგინა, რომ წარმოდგენილი ტერიტორია არ მდებარეობს დაცული ტერიტორიების საზღვრებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიუთითა, რომ საკითხის განხილვა ცილდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კომპეტენციას.

 

2017 წლის 27 მარტს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა N---- წერილით მიმართა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსს და წინასწარი განხილვის მიზნით, გადაუგზავნა სს ,,ენერ----------------------------–-ის“ ,,----------------“ ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და საქმიანობის განხორციელების ტერიტორიის GIS კოორდინატები. მასვე ეთხოვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ტერიტორია ან მისი ნაწილი განთავსებულია ტყის ფონდში, მიმდინარე წლის 19 აპრილამდე დეპარტამენტისთვის ეცნობებინა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული ტყის ფონდის ტერიტორიის ფართობი და მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელებული როგორც წითელი ნუსხის, ისე სხვა სახეობებთან დაკავშირებით, რა სახის შემარბილებელი/საკომპენსაციო ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული. აღნიშნული წერილის საფუძველზე, სააგენტოს დანართის სახით გადაეგზავნა გზშ-ს ანგარიშის ელექტრონული ვერსია და საქმიანობის განხორციელების ტერიტორიის GIS კოორდინატები.

 

2017 წლის 27 მარტის N---- წერილის პასუხად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა 2017 წლის 02 აპრილს N------- წერილით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსს და აცნობა, რომ პროექტის დანართში წარმოდგენილი 1196054 კვ.მ. ფართობი (shp ფაილი), ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით, არ წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 21 მარტის N--- წერილი (ს.ფ. 95-96);

-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 24 აპრილის N---- წერილი (ს.ფ. 97);

-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 21 მარტის N--- წერილი (ს.ფ. 101-102);

-სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის 2017 წლის 24 აპრილის N------- წერილი (ს.ფ. 103-105);

-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 21 მარტის N--- წერილი (ს.ფ. 108-109);

-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის N---- წერილი (ს.ფ. 110);

-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N---- წერილი (ს.ფ. 98);

-სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის 2017 წლის 06 აპრილის N---- წერილი (ს.ფ. 100);

-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N---- წერილი (ს.ფ. 106);

-სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2017 წლის 02 აპრილის N------- წერილი (ს.ფ. 107);

 

4.3. 2017 წლის 10 მაისს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ N---- წერილით მიმართა სს ,,ენერ----------------------------–-ას“ და გადაუგზავნა სამინისტროს შენიშვნები წინასწარი განხილვის მიზნით, 2017 წლის 20 მარტს წარმოდგენილი, მდინარე რიონზე არსებული ,,----------------“ ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით. ამავე წერილით, სს ,,ენერ----------------------------–-ას“ ეთხოვა მითითებული შენიშვნების გათვალისწინების უზრუნველყოფა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის 2017 წლის 10 მაისის N---- წერილი (ს.ფ. 62-66);

 

4.4. ქ. ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შედგა საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პირობებში გუმათის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ: გუმათის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის ხელმძღვანელი, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სხდომის თავმჯდომარე - სს ,,ენერ----------------------------–-ის“ გარემოსდაცვითი მმართველი, სხდომის მდივანი - სს ,,ენერ----------------------------–-ის“ ეკოლოგი და საკონსულტაციო ფირმის წარმომადგენელი.

 

აღნიშნული საჯარო განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის 21 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ. გვერდზე www.moe.gov.ge , ასევე, გაზეთებში: ,,რეზონანსი“ და ,,ახალი გაზეთი“ (27 მარტი - 9 აპრილი, 2017 წელი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის ოქმი (ს.ფ. 91-92);

-ამონაწერი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ. გვერდიდან www.moe.gov.ge (ს.ფ. 145);

-ამონარიდები გაზეთებიდან: ,,რეზონანსი“ და ,,ახალი გაზეთი“ (ს.ფ. 146-147);

 

4.5. 2018 წლის 28 თებერვალს (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 01 მარტი, N----), სს ,,ენერ----------------------------–-ის“ გენერალურმა დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. განცხადებაში მიუთითა, რომ საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს წარმოუდგენდა საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პირობებში სს ,,ენერ----------------------------–-ის“ კუთვნილებაში არსებული გუმათის ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს. ამასთან, მიუთითა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შენიშვნები გათვალისწინებულია და ასახულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში და თანდართულ დოკუმენტში. ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ეთხოვა განეხილა წარდგენილი დოკუმენტაცია და გაეცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პირობებში სს ,,ენერ----------------------------–-ის“ კუთვნილებაში არსებულ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე. განცხადებას თან დაერთო: 1. ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“ – 5 ეგზემპლარი; 2. არატექნიკური რეზიუმე - 1 ეგზემპლარი; 3. ტექნიკური რეზიუმე - 1 ეგზემპლარი; 4. ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა; 5. სს ,,ენერ----------------------------–-ას“ პასუხები, წინასწარი განხილვის დროს წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე; 6. გარემოზე ზემოქმედების სანებართვო მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითარი; 7. საჯარო განხილვის სხდომის ოქმი; 8. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 9. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სს ,,ენერ----------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 28 თებერვლის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 01 მარტი, N----) განცხადება (ს.ფ. 19);

 

4.6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ, 2018 წლის 07 მარტს მიღებული იქნა ბრძანება N-----, რომლის თანახმად, სს ,,ენერგო პრო ჯორჯია გენერაციის“ მიერ წარმოდგენილ, გუმათის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის ფუნქციონირების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, შეიქმნა საექსპერტო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა--------------------–---–----------------------------------------------------------–-------------------–---------------------------------------------–------------–------------–--------------------–-------------------–-------------–------------------–-------------------------------–-----------–---–------------------–------------------–-------------------------------------------------------------------------–-----–-----–---–-------------------------- (კომისიის წევრი) - ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

 

აღნიშნული საექსპერტო კომისიის მიერ შედგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტში, სს ,,ენერ----------------------------–-ას“ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პირობებში კასკადის ფუნქციონირების საპროექტო დოკუმენტაციაზე. დასკვნა ხელმოწერილია კომისიის თავმჯდომარის - გი----------------–---–-სა და კომისიის წევრების: ბადრ--–-------ა და თე-------------- მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 07 მარტის N----- ბრძანება ,,სს ,,ენ-------------------------------–---“ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის ფუნქციონირების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ“ (ს.ფ. 67);

-ექსპერტიზის დასკვნა ,,ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტში, სს ,,ენერ----------------------------–-ას“ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პირობებში კასკადის ფუნქციონირების საპროექტო დოკუმენტაციაზე“ (ს.ფ. 71-77);

 

4.7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ 2018 წლის 10 აპრილს მიღებული იქნა ბრძანება-------- რომლითაც დამტკიცდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება N18; 16.03.2018 და მიენიჭა საქმიანობის განხორციელების უფლება სს ,,ენერ----------------------------–-ას“ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 

აღნიშნული ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ამ“, 2018 წლის 18 ივნისს N--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, წერილობითი ფორმით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის ბრძანება №----- ,,სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას გენერაციას“ მიერ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პირობებში კასკადის ფუნქციონირების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ (ს.ფ. 20-24);

-ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას“ 2018 წლის 18 ივნისის N--------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 27-33);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“; ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან); ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას გენერაციას“ მიერ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პატამეტრების შეცვლის პირობებში კასკადის ფუნქციონირების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის ბრძანება №-----, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან. ასევე, სადავო საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო მიუთითებს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსზე“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები. ამავე კოდექსის 50-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიერ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებისა, კოდექსის 48-ე მუხლის პირველმა ნაწილმა განსაზღვრა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელება გამონაკლის შემთხვევაში. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის ბრძანება №----- ,,სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას გენერაციას“ მიერ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პირობებში კასკადის ფუნქციონირების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“, გამოცემულია სწორედ ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. მოპასუხე (სამინისტრო) მიუთითებს, რომ სადავო აქტის გამოცემის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იქნა სს ,,ენერ----------------------------–-ის“ 2017 წლის 16 მარტის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2---------8) განცხადების საფუძველზე, ანუ 2018 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული იქნა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ,,სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას გენერაციას“ მიერ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პირობებში კასკადის ფუნქციონირების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №----- ბრძანების გამოცემის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება სამინისტროს მიერ დაწყებული იქნა სს ,,ენერ----------------------------–-ის“ 2018 წლის 28 თებერვლის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 2018 წლის 01 მარტი, N----) და არა 2017 წლის 16 მარტის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2---------8) განცხადების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ, სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი სადავო 2018 წლის 10 აპრილის №----- ბრძანების გამოცემისას ეხელმძღვანელა ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული წარმოება ჩაეტარებინა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ა“ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სადავოდ ხდის მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის უკანონობის მოტივით. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2018 წლის 10 აპრილის №----- ბრძანების გამოცემის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი, რაც არსებითია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის და შესაბამისად, ამ აქტის კანონიერების შეფასებისათვის.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ცნებას. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის ამ კოდექსის მე-13 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთი სახეს წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. გარემოზე ზემოქმედების ნებართვას „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან) მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტი განმარტავდა, როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია. ამავე მუხლის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომში – გზშ) არის დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცედურა, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული კომპონენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. გზშ შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს საქმიანობის პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებსა (კულტურულ მემკვიდრეობასა) და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავი ითვალისწინებდა ნებართვის გაცემის პროცედურებს. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) და თბოელექტროსადგურის (10 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება წარმოადგენდა ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილებოდა, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა.

 

სასამართლო მიუთითებს 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, 1) საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენამდე მოაწყოს მისი საჯარო განხილვა (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყოს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიის პროცედურის დაწყებამდე).; 2) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გამოაქვეყნოს თავის მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს როგორც ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, ისე იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება; 3) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მიზნებს, დასახელებასა და ადგილმდებარეობას; ბ) მისამართს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, გზშ-ის ანგარიშის, ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიების) გაცნობა; გ) საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების წარდგენის ვადას; დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის დროსა და ადგილს; 4) საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) ბეჭდვით ორგანოში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს გზშ-ის ანგარიშის, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიები; ბ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები; გ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 50 და არა უგვიანეს 60 დღისა მოაწყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა თავის მიერ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით; დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევა; 5) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე დასწრების უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს; 6) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ეწყობა იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, 1) საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში); 2) საქმიანობის განმახორციელებელი ეცნობა საზოგადოების წარმომადგენელთა წერილობით შენიშვნებსა და მოსაზრებებს და ითვალისწინებს მათ არგუმენტებს გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესში; 3) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის წერილობითი დასაბუთება და მათი ავტორისთვის (ავტორებისთვის) გაგზავნა. ეს წერილობითი დასაბუთება (შესაბამის წერილობით შენიშვნებთან და მოსაზრებებთან ერთად) საქმიანობის განმახორციელებელმა, გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების ამსახველ ოქმთან და გზშ-ის ანგარიშთან ერთად, უნდა წარადგინოს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში). ამ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები გზშ-ის ანგარიშის განუყოფელი ნაწილია; 4) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს) ერთი წლის განმავლობაში, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარუდგინოს განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადება წარედგინება, განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის გარდა, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით); ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით); გ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად); დ) ტექნიკური რეზიუმე და არატექნიკური რეზიუმე; ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში; მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტრო, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რის საფუძველზედაც დგება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ნებართვა გაიცემა მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება ??????????? ?????? ??????????????? ???????? VI ????? ????????? ????? , გარდა ?? ??????? 26 ?2 ?? 26?3 ???????? გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს ??????????? ?????? ??????????????? ???????? 78-? ?????? გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სს ,,ენერ----------------------------–-ის“ მიერ 2017 წლის 20 მარტს (სამინისტროში რეგისტრაციის N5228, წერილის თარიღი: 2017 წლის 16 მარტი) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარდგენილი განცხადება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ განცხადებას, ვინაიდან იგი არ შეიცავს მოთხოვნას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე და მხოლოდ ინფორმაციას აწვდის სამინისტროს სს ,,ენერ----------------------------–-ის“ მიერ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნულ განცხადებას თან არ ერთვოდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი დოკუმენტები, რაც სავალდებულოა ნებართვის მისაღებად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი პირდაპირ ავალდებულებდა საქმიანობის განმახორციელებელ პირს გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენამდე მოეწყო მისი საჯარო განხილვა, ხოლო მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენდა საქმიანობის განმახორციელებლის უფლებას გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ, მიემართა ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს) ერთი წლის განმავლობაში და ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარედგინა განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღებასთან დაკავშირებით. ამდენად, სამინისტროში ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენა შეუძლებელი იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების გარეშე. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ კონკრეტული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაინტერესებულმა პირმა კანონით დადგენილი ამ პროცედურების განხორციელების შემდგომ, ჩამოაყალიბოს გზშ-ს საბოლოო ანგარიში და წარადგინოს იგი ნებართვის გამცემ ორგანოში, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით. ამასთან, ბუნებრივია, რომ 2017 წლის 16 მარტის განცხადებით (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 2017 წლის 20 მარტი, N5228), სს ,,ენერ----------------------------–-ა“ პირდაპირ ვერ მოითხოვდა სამინისტროსგან ნებართვის გაცემას, ვინაიდან „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებდა მას ნებართვის მიღების თაობაზე წარდგენილი განცხადებისთვის თან დაერთო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში, რაც გულისხმობდა სწორედ ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესით, საჯარო განხილვის ჩატარების გზით ჩამოყალიბებული გზშ-ს ანგარიშის წარდგენას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 16 მარტის განცხადებაში (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 2017 წლის 20 მარტი, N5228) საქმიანობის განმახორციელებელი პირდაპირ მიუთითებდა, რომ სამინისტროსთვის მიმართვის საფუძველს წარმოადგენდა სწორედ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, ამდენად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნათელი იყო, რომ სს ,,ენერ----------------------------–-ის“ მიზანს სწორედ სამინისტროსგან კონკრეტული ნებართვის მიღება წარმოადგენდა, რისი შესაძლებლობაც მას მხოლოდ კანონით დადგენილი, შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდგომ მიენიჭებოდა. ასეთი ტიპის განცხადების წარდგენა კი ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ 2017 წლის 16 მარტის განცხადებაში (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 2017 წლის 20 მარტი, N5228) სიტყვასიტყვით არ იყო ფორმულირებული მოთხოვნა ნებართვის გაცემის შესახებ, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული განცხადების წარდგენა ასეთი ნებართვის მოპოვების მიზანს არ ემსახურებოდა და არ შეიძლება წარმოადგენდეს ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად: 1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. 3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში, 2017 წლის 16 მარტს (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2---------8), სს ,,ენერ----------------------------–-ის“ გენერალურმა დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს და აცნობა, რომ სს ,,ენერ----------------------------–-ის“ კუთვნილი ,,გუ---------------ს“ ფუნქციონირების საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებით, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წლის 17 მაისს, 15 საათზე, ქ. ქუთაისის მერიის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ------------------------–-----), გაიმართებოდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა. ამავე განცხადებაში მიეთითა, რომ ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წინასწარი განხილვის მიზნით სამინისტროს წარედგინა კანონით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაცია: 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში - 1 ეგზემპლარი; 2. ტექნიკური რეზიუმი - 1 ეგზემპლარი; 3. არატექნიკური რეზიუმე - 1 ეგზემპლარი; 4. გზშ-ს ანგარიშის ელექტრონული ვერსია; 5. GIS (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა) კოორდინატები; 6. გაზეთ რეზონანსის 2017 წლის 20 მარტის დღის გამოშვება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება განმარტებულია, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას, რომელსაც იგი ახორციელებს როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან ერთად, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს იმ საქმიანობასაც, რომელიც დაკავშირებულია ასეთი აქტის მომზადების მიზანთან, ხოლო კონკრეტული საქმიანობის ცნება მოქმედი კანონმდებლობით, განსაზღვრული არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ენერ----------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 მარტის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2---------8) განცხადების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა გარკვეული მოქმედებები. კერძოდ, სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტმა წერილებით მიმართა ამავე სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის წყლის სამმართველოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და წინასწარი განხილვის მიზნით გადაუგზავნა სს ,,ენერ----------------------------–-ის“ ,,----------------“ ჰესების კასკადის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, მისი დამატებით შესწავლისა და მასზე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული დეპარტამენტებისა და სააგენტოების მიერ სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტს გადაეგზავნა შენიშვნები და მოსაზრებები წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული იქნა სამინისტროს შენიშვნები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე გათვალისწინების მიზნით, 2017 წლის 10 მაისის N---- წერილით გადაეგზავნა სს ,,ენერ----------------------------–-ას“. სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე მონაწილეობა მიიღო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაში, რაც დასტურდება საჯარო განხილვის ოქმზე მისი ხელმოწერით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სს ,,ენერ----------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 მარტის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2---------8) განცხადების საფუძველზე, 2017 წლიდან დაიწყო სხვადასხვა სახის სამართლებრივი პროცედურების განხორციელება, რაც სასამართლოს მოსაზრებით, სამინისტროს მიერ სწორედ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების) მომზადების მიზნით განხორციელებულ საქმიანობას წარმოადგენს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობა კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელი ნაწილია და მოცემულ შემთხვევაში, ვერ ჩაითვლება ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენის შემდგომ მიმდინარე წარმოებისგან განყენებულ პროცესად. სასამართლო განმარტავს, რომ ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონმა (მე-6-8 მუხლები) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სპეციალური სამართლებრივი რეგულაციები დაადგინა, რაც კონკრეტული სამართალურთიერთობის მოწესრიგების სპეციალურ წესს წარმოადგენს და რომლის თანახმადაც, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, დაინტერესებული პირის მიერ ნებართვის გაცემის შესახებ აუცილებელი დოკუმენტაციის, შესაბამისი პროცედურული ნორმების დაცვით მომზადების ეტაპიდანვე, იწყებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესს და ახორციელებს კანონით მისთვის დაკისრებულ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც ცალსახად წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მომზადების მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების განუყოფელ ნაწილს.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობის ფარგლებში, შეუძლებელია ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი განხილვის მიზნით, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოება (შესაბამისი პროცედურების დაცვით შენიშვნების მომზადება, გზშ-ს საჯარო განხილვაში მონაწილეობა), განვიხილოთ ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენის შემდგომ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედებებისგან, მიმდინარე წარმოებისგან დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ წარმოებად, ვინაიდან ასეთი წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ მოქმედებებს შედეგად არ მოყვება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების) გამოცემა, რაც ადმინისტრაციული წარმოების დასრულების ერთერთ შედეგს წარმოადგენს. ამდენად, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გზშ-ს ანგარიშის წინასწარი განხილვის მიზნით წარდგენილი განცხადებისა და საბოლოო გზშ-ს ანგარიშის წარდგენის შესახებ სამინისტროში განცხადების წარდგენის შემდგომ, ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოებები, არ წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ წარმოებებს; ისინი ერთიანი, ერთი ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელი ნაწილებია, რომელთა ფარგლებშიც ადმინისტრაციული ორგანო საქმიანობას ახორციელებს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, ასევე მისი გამოცემის მიზნით. საბოლოოდ, კი ამ ადმინისტრაციული წარმოების შედეგს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №----- ბრძანების გამოცემის მიზნით, სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სს ,,ენერ----------------------------–-ის“ გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 მარტის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2---------8) განცხადების საფუძველზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანიჭებდა უფლებამოსილებას 2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დაესრულებინა ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის შემოღებით, კანონმდებელმა გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია საქმიანობის განხორციელების განაცხადის მქონე პირთა ის ქმედებები, რომელთაც ახალი კანონის ამოქმედებამდე განახორციელეს კანონითა და ნორმატიული აქტით დადგენილი წესით აუცილებელი მოქმედებები (მათ შორის გზშ-ს საჯარო განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობით), გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად. სხვაგვარად, კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე მომზადებული დოკუმენტის (გზშ) მფლობელ პირზე (საქმიანობის განმახორციელებელი) ახლადამოქმედებული კანონის გავრცელება, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინების გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა, ვინაიდან ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გზშ-ს საჯარო განხილვის მოწყობის, საჯარო განხილვის შედეგების გაფორმებისა და მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების მიუხედავად, დაინტერესებული პირი იძულებული გახდებოდა თავიდან დაეწყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურები, თუმცა ამჯერად ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი წესით. ამდენად, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში კანონის შესაბამისად განხორციელებული მოქმედებები, მათ შორის, კანონით დადგენილი პროცედურების საფუძველზე მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომლის წარდგენაც საბოლოოდ მიზნად ისახავდა საქმიანობის ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, ახალი კანონის მოქმედების გავრცელებით კარგავდა იმ მნიშვნელობას და იურიდიულ ძალას, რასაც მას ანგარიშის შედგენის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებდა. სწორედ ამგვარ გარემოებათა თავიდან ასაცილებლად, კანონმდებელმა გარდამავალი დებულებით სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია ადმინისტრაციული წარმოების ყველა ის ეტაპი, რაც დაინტერესებული პირის მიერ საქმიანობისათვის ნებართვის (გადაწყვეტილების) მისაღებად საჭირო პროცედურების სახით განხორციელდა და ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დაადგინა, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა მოხდებოდა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.

 

7.5. სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე პირველი სასარჩელო მოთხოვნით სადავოდ ხდის ,,სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას გენერაციას“ მიერ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლის პირობებში კასკადის ფუნქციონირების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №----- ბრძანებას, რომლითაც დამტკიცდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება N18; 16.03.2018 და მიენიჭა საქმიანობის განხორციელების უფლება სს ,,ენერ----------------------------–-ას“ გუმათის ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პარამეტრების შეცვლაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამდენად, მითითებული აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 ნაწილი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის განსხვავებულ წესს ითვალისწინებს და ადგენს, რომ დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ისეთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს ენიჭება გარკვეული უფლება ან სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 ნაწილმა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (რომლის მიმართაც დაინტერესებულ მხარეს აქვს კანონიერი ნდობა) მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში დაუშვა - თუ ასეთი აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამდენად, კანონმდებელმა უპირატესობა მიანიჭა სახელმწიფო და საზოგადოებრივი, ასევე, სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას და მათი არსებითი დარღვევის შემთხვევაში მიიჩნია დასაშვებად კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა, მათ შორის მოსარჩელის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ ნორმების საფუძველზე წარმართვის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ აუცილებლად 2018 წლის 10 აპრილის №----- ბრძანებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და გარემოს ზიანი არ მიადგებოდა. სასამართლო განმარტავს, რომ შეუძლებელია იმის უტყუარად დადგენა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სამინისტრო ადმინისტრაციული წარმოების ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი რეგულაციებით ჩატარების შემთხვევაში, მით უფრო, რომ ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონისგან რადიკალურად განსხვავებულ რეგულაციებს არ ადგენს. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს სკოპინგის პროცედურაზე, რომელიც ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-3 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრავს გზშ-ისთვის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სკოპინგის პროცედურის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი წესით განხორციელების შემთხვევაში, იგი აუცილებლად დაუდგენდა საქმიანობის განმახორციელებელ პირს შესაბამის დავალებებს, რისი შესრულებაც მას მოუწევდა გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის შედგენისათვის და ანგარიშიც განსხვავებული შინაარსით ჩამოყალიბდებოდა. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია მთლიანად მხარის ვარაუდებზეა აგებული, არანაირ სამართლებრივ საფუძვლებს არ ემყარება და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ვარაუდები ვერ გახდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, მით უფრო რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონმდებელი განსაკუთრებით იცავს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მის ბათილად ცნობას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ, გამონაკლის შემთხვევებში მიიჩნევს დასაშვებად.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი წესით, გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების საფუძველზე, მოსარჩელის არგუმენტაცია უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ როგორც გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა, ასევე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების სრული დაცვით, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ აქვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცედურული ნორმების დარღვევას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №----- ბრძანების ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილდების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7.6. განსახილველ შემთხვევაში, მეორე სასარჩელო მოთხოვნით ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ა“ ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 ივლისის ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „მწ-------–-----------ას“ ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №----- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის N2-219 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ამ“ 2018 წლის 18 ივნისს, N--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას. ამასთან, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობას ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას“ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, წერილობითი ფორმით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. ამდენად, ითვლება, რომ საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რისი უფლებაც მას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გააჩნდა. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული პოზიცია საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომებზე პირადადაც დაადასტურა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №----- ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ვირტუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, ა(ა)იპ მწ-------–-----------ას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(ა)იპ ,,მწ-------–-----------ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი